17 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2024
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
2024 წლის ივნისში ბიბლია ექვს ენაზე გამოიცა
გვადელუპური კრეოლი
2024 წლის 9 ივნისს ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა ჯეფრი უინდერმა გამოაცხადა, რომ გამოიცა მათეს და მარკოზის სახარებები გვადელუპურ კრეოლი ენაზე. ეს განცხადება გვადელუპაში გამართული 2024 წლის სპეციალური კონგრესის „აუწყეთ სასიხარულო ცნობა!“ დასკვნით მოხსენებაზე გაკეთდა. ადგილზე ამ შეხვედრას 8 602 ადამიანი დაესწრო, ხოლო 5 588 ადამიანი პროგრამას ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ისმენდა. „მათეს სახარების“ ახალი გამოცემა მიიღო ყველამ, ვინც პროგრამას ადგილზე ესწრებოდა. აუდიო და ელექტრონული ვერსიებიც მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი ვებსაიტზე jw.org და აპლიკაციაში „JW ბიბლიოთეკა“.
გვადელუპურ კრეოლი ენაზე გვადელუპაში 300 000-ზე მეტი, ხოლო საფრანგეთში 200 000-ზე მეტი ადამიანი საუბრობს. გვადელუპაში 42 გვადელუპურ კრეოლიენოვან კრებაში 3 300-ზე მეტი მაუწყებელი მსახურობს, ხოლო საფრანგეთში 2 ჯგუფში – 80 მაუწყებელი.
სომხური
2024 წლის 28 ივნისს ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ჯეფრი ჯექსონმა გამოაცხადა, რომ გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული გამოცემა სომხურ ენაზე. a ეს განცხადება რეგიონული კონგრესის „აუწყეთ სასიხარულო ცნობა!“ პირველ დღეს გაკეთდა, რომელიც სომხეთში ქალაქ ერევანთან ახლოს გაიმართა. მთლიანობაში შეხვედრას 6 155 ადამიანი დაესწრო. ამ გამოცემის ელექტრონული ვერსია მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი ვებსაიტზე jw.org და აპლიკაციაში „JW ბიბლიოთეკა“. ბიბლიის გადამუშავებული თარგმანის ბეჭდური ვერსია Მოგვიანებით, ამავე წელს, გახდება ხელმისაწვდომი.
სომხურ ენაზე ბიბლია პირველად ახ. წ. V საუკუნეში ითარგმნა; ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსია კი ამ ენაზე 2010 წელს გამოიცა. სომხეთში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი საუბრობს სომხურად; ამ ენაზე მოლაპარაკე 10 550 მაუწყებელი 117 კრებაში მსახურობს. ევროპასა და შეერთებულ შტატებში არსებულ სომხურენოვან კრებებსა და ჯგუფებში კიდევ 5 200 მაუწყებელია.
ფანტე
2024 წლის 28 ივნისს განას ფილიალის კომიტეტის წევრმა ფრიმენ ებემ გამოაცხადა, რომ გამოიცა „მათეს სახარება“ ფანტე ენაზე. ამ გამოცემის შესახებ განცხადება გაკეთდა 2024 წლის რეგიონულ კონგრესზე „აუწყეთ სასიხარულო ცნობა!“, რომელიც განაში, სეკონდი-ტაკორადის საკონგრესო დარბაზში, გაიმართა. შეხვედრას ადგილზე 1 230 დელეგატი დაესწრო. ვიდეოკონფერენციის მეშვეობით პროგრამას 2 022 ადამიანი ისმენდა. დამსწრეებმა ადგილზევე მიიღეს „მათეს სახარების“ ბეჭდური ვერსია და ელექტრონული ვერსიაც მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი ვებსაიტზე jw.org და აპლიკაციაში „JW ბიბლიოთეკა“.
ფანტე ენაზე დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი საუბრობს. განაში პირველი ფანტეენოვანი კრება 1935 წლის სექტემბერში ჩამოყალიბდა. დღეს განას 158 ფანტეენოვან კრებაში დაახლოებით 9 700 მაუწყებელი მსახურობს.
ისლანდიური
2024 წლის 28 ივნისს რეიკიავიკში გამართულ სპეციალურ კონგრესზე სახელწოდებით „აუწყეთ სასიხარულო ცნობა!“ ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა დეივიდ სპლეინმა გამოაცხადა, რომ გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსია ისლანდიურ ენაზე. პროგრამაზე დამსწრე 1 312 დელეგატს ადგილზევე გადაეცა ბიბლიის ეგზემპლარები. ამ გამოცემის ელექტრონული ვერსიაც მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი ვებსაიტზე jw.org და აპლიკაციაში „JW ბიბლიოთეკა“.
ისლანდიურ ენაზე „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ 2019 წელს გამოიცა. ისლანდიაში დაახლოებით 390 000 ადამიანი ცხოვრობს. ქვეყანაში ხუთი კრებაა, სადაც 395 მაუწყებელი მსახურობს. მათ ძალიან უხარიათ, რომ აქვთ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსია, რომელსაც აქტიურად გამოიყენებენ მსახურებაში.
ნგანგელა
2024 წლის 28 ივნისს მენონგეში (ანგოლა) გამართულ რეგიონულ კონგრესზე სახელწოდებით „აუწყეთ სასიხარულო ცნობა!“ ანგოლას ფილიალის კომიტეტის წევრმა იოჰანეს დე იაგერმა გამოაცხადა, რომ გამოიცა „მათეს სახარება“, „ლუკას სახარება“ და „მოციქულთა საქმეები“ ნგანგელა ენაზე. პროგრამაზე დამსწრე 450 დელეგატს ადგილზე გადაეცა „მათეს სახარების“ ბეჭდური ვერსია. სამივე წიგნის ელექტრონული ვერსია მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი ვებსაიტზე jw.org და აპლიკაციაში „JW ბიბლიოთეკა“.
ანგოლაში დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი საუბრობს ნგანგელა ენაზე. ამ ენაზე პირველი კრება 2011 წელს ჩამოყალიბდა. დღეს ანგოლასა და ნამიბიაში არსებულ 8 ნგანგელაენოვან კრებასა და ჯგუფში 260 მაუწყებელი მსახურობს.
ნგაბერე
2024 წლის 30 ივნისს, გამოიცა „მათეს სახარება“ ნგაბერე ენაზე. ამ გამოცემის შესახებ განცხადება ცენტრალური ამერიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა კარლოს მარტინესმა გააკეთა წინასწარ ჩაწერილი პროგრამის მეშვეობით. პროგრამა გადაიცემოდა კოსტა-რიკასა და პანამას ტერიტორიაზე არსებულ იეჰოვას მოწმეთა დარბაზებში. ამ დარბაზებში შეკრებილ 2 032 ადამიანს მაშინვე გადაეცა ახალი გამოცემის ბეჭდური ვერსია. ელექტრონული ვერსიაც მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი ვებსაიტზე jw.org და აპლიკაციაში „JW ბიბლიოთეკა“.
დღეს ნგაბერე ენაზე დაახლოებით 216 000 ადამიანი საუბრობს. ისინი ძირითადად კოსტა-რიკასა და პანამაში ცხოვრობენ. ამ ქვეყნებში ნგაბერეენოვან 26 კრებასა და 2 ჯგუფში 877 მაუწყებელი მსახურობს.
a ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსია გამოიცა აღმოსავლურ სომხურ ენაზე, რომელიც განსხვავდება დასავლური სომხური ენისგან. ამ უკანასკნელზე ძირითადად უცხოეთში მცხოვრები სომხები საუბრობენ.