2019 წლის 8 ნოემბერი
ფილიპინები
ფილიპინები, მანილა — 2019 წლის საერთაშორისო კონგრესი „სიყვარული არასოდეს მთავრდება“
თარიღი: 1—3 ნოემბერი, 2019
ადგილი: აზიური არენა და SMX-ის საკონგრესო ცენტრი მანილაში, ფილიპინები
ენები, რომლებზეც პროგრამა ჩატარდა: ინგლისური, ტაგალური
დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი: 26 245
მონათლულთა რაოდენობა: 145
სხვა ქვეყნებიდან ჩასული დელეგატების რიცხვი: 5 397
მიწვეული ფილიალები: ავსტრალია, იაპონია, ინდონეზია, იტალია, მადაგასკარი, მალაიზია, მიანმა, პაპუა-ახალი გვინეა, სამხრეთი აფრიკა, საფრანგეთი, სოლომონის კუნძულები, ტაივანი, ტაილანდი, ყაზახეთი, შეერთებული შტატები, შრი-ლანკა და ცენტრალური ევროპა
ადგილობრივი შემთხვევა: „აზიური არენის“ მომხმარებელთან ურთიერთობების რეგიონული მენეჯერი, როხელიო იოლონგბაიანი, აღნიშნავს: „თქვენ ყველაზე მოწესრიგებული ჯგუფი ხართ, ვისთანაც კი საქმიანი ურთიერთობა გვქონია. სასიამოვნო იყო, თქვენი სტუმრობა ჩვენს არენაზე“.
პოლიციის გენერალი და სამხრეთ ოლქის პოლიციის უფროსი, ნოლასკო ბათანი ასეთ კომენტარს აკეთებს: „დელეგატები მოთმინებით ელოდნენ თავიანთ რიგს, არენაზე შესასვლელად. როცა ყველაფერი ასე მოწესრიგებულად ხდება, ჩვენ აღარც კი ვართ საჭირო“.
თეოფილო ლაბეს, სასტუმრო „მანილას“ უსაფრთხოების მენეჯერის ასისტენტს, დაევალა, თვალყური ედევნებინა ექსკურსიებზე წასასვლელად შეკრებილი დელეგატებისთვის. მცირე ხნის დაკვირვების შემდეგ მან აღნიშნა: „თუ სასტუმროს მენეჯმენტი დამავალებს, შევაფასო თქვენი ორგანიზებულობა, უმაღლესზე მაღალ შეფასებას დაგიწერდით. თქვენი გუნდი ძალიან ორგანიზებულია“.
ადგილობრივი და-ძმები ეგებებიან ფილიპინების ბეთელში მისულ სტუმრებს.
კონგრესამდე და-ძმები ავრცელებენ კონგრესის მოსაწვევებს.
კონგრესის დაწყებამდე ფილიალის ოთხი წარმომადგენელი პრეს-კონფერენციაზე დასმულ შეკითხვებს პასუხობს.
კონგრესის დელეგატები არენის წინ.
ადგილობრივი მაუწყებლები და სტუმრები სურათს იღებენ.
და-ძმები სამეფოს სიმღერას მღერიან.
ნათლობის სცენა.
ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ძმა მარკ სანდერსონი, დასკვნით მოხსენებას წარმოთქვამს შაბათს.
სცენაზე და სცენის წინ მდგომი სპეციალური სრული დროით მსახური უცხოელი დელეგატები ემშვიდობებიან და-ძმებს კონგრესის ბოლო დღეს.
საღამოს ღონისძიებაზე და-ძმები ასრულებენ ტრადიციულ ფილიპინურ ცეკვა „თინიქლინგს“.