იოანეს გამოცხადება 11:1—19
11 მომცეს კვერთხის მსგავსი ლერწამი+ და მითხრეს: „ადექი და გაზომე ღვთის ტაძარი, სამსხვერპლო და დათვალე ისინი, ვინც იქ თაყვანსაცემად არის მისული.
2 ეზო კი, რომელიც ტაძრის გარეთ არის, გამოტოვე და არ გაზომო, რადგან ის უცხოტომელებს გადაეცა. წმინდა ქალაქი+ მათ მიერ 42 თვე იქნება გათელილი.+
3 ჩემს ორ მოწმეს, ჯვალოთი შემოსილებს, ვაწინასწარმეტყველებინებ 1 260 დღის განმავლობაში“.
4 ამ ორ მოწმეს ორი ზეთისხილის ხე+ და ორი სალამპრე+ განასახიერებს; ისინი დედამიწის უფლის წინაშე დგანან.+
5 თუ ვინმეს უნდა, რომ ავნოს მათ, ცეცხლი გამოდის მათი პირიდან და შთანთქავს მათ მტრებს. ვინც მოინდომებს, რომ ავნოს მათ, ასე უნდა მოკვდეს.
6 ისინი უფლებამოსილნი არიან, დაახშონ ცა,+ რათა წვიმა არ მოვიდეს+ მათი წინასწარმეტყველების დღეებში; ისინი უფლებამოსილნი არიან, წყალი სისხლად აქციონ+ და ყველანაირი უბედურება დაატეხონ დედამიწას, რამდენჯერაც ამას მოისურვებენ.
7 როცა წინასწარმეტყველებას დაასრულებენ, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება მათ, სძლევს და დახოცავს.+
8 მათი გვამები დიდი ქალაქის მთავარ ქუჩაზე ეყრება. ამ ქალაქს, სადაც მათი უფალიც გააკრეს ძელზე, სიმბოლურად, სოდომი და ეგვიპტე ჰქვია.
9 ხალხები, ტომები, ენები და ერები მათ გვამებს სამდღე-ნახევარი+ თვალს არ მოაცილებენ და არ დაამარხვინებენ სამარხში.
10 დედამიწის მკვიდრნი გაიხარებენ მათი სიკვდილით, იზეიმებენ და ერთმანეთს ძღვენს გაუგზავნიან, რადგან ეს ორი წინასწარმეტყველი დედამიწის მკვიდრთ ტანჯავდა.
11 სამდღე-ნახევრის შემდეგ ღმერთმა მათ სიცოცხლის სული ჩაუდგა,+ წამოდგნენ და თავზარი დასცეს თავიანთ მხილველებს.
12 მათ ციდან მოესმათ დიდი ხმა, რომელმაც უთხრა: „ამოდით აქ!“ ისინი ღრუბლით ავიდნენ ზეცად, მათი მტრები კი უყურებდნენ მათ.
13 იმავე საათს ძლიერი მიწისძვრა მოხდა და ქალაქის მეათედი მიწასთან გასწორდა; მიწისძვრამ 7 000 კაცი შეიწირა, დანარჩენები კი შეშინდნენ და ზეციერ ღმერთს დიდება მიაგეს.
14 მეორე ვაიმ+ გადაიარა. მესამე სწრაფად ახლოვდება.
15 ჩაჰბერა საყვირს მეშვიდე ანგელოზმა+ და ცამ დაიგრგვინა: „ქვეყნიერების სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ცხებულის*+ სამეფო გახდა+ და ის იმეფებს მარადიულად!“+
16 ღვთის წინაშე ტახტებზე მსხდომი 24 უხუცესი+ პირქვე დაემხო, თაყვანი სცა ღმერთს
17 და თქვა: „გმადლობთ, იეჰოვა* ღმერთო, ყოვლისშემძლევ, რომელიც ხარ+ და რომელიც იყავი, შენი ძლევამოსილებით რომ დაიწყე მეფობა.+
18 მაგრამ ხალხები განრისხდნენ და შენც განრისხდი; მოვიდა დანიშნული დრო, რათა გაასამართლო მკვდრები და დააჯილდოო+ შენი მონები, წინასწარმეტყველები,+ წმინდები და შენი სახელის მოშიშები, დიდიც და მცირეც, ხოლო დედამიწის მომსპობნი მოსპო“.+
19 გაიღო ღვთის ტაძარი ზეცაში და გამოჩნდა ტაძარში მისი შეთანხმების კიდობანი.+ დაიწყო ელვა და ჭექა-ქუხილი, გაისმა ხმები, მოხდა მიწისძვრა და ძლიერი სეტყვაც წამოვიდა.