ეკლესიასტე 1:1—18

  • ყველაფერი ამაოებაა (1—11).

    • დედამიწა მარადიულად რჩება (4).

    • ბუნებრივი წრებრუნვა (5—7).

    • „არაფერია ახალი ამ ცისქვეშეთში“ (9).

  • ადამიანთა სიბრძნე შეზღუდულია (12—18).

    • ქარის დევნა (14).

1  სიტყვები შემკრებისა,+ დავითის ძისა,იერუსალიმში ტახტზე მჯდომი მეფისა.+   შემკრებმა თქვა: „ამაოებათა ამაოება!ამაოებათა ამაოება! ყველაფერი ამაოებაა!“+   რას არგებს კაცს,ამ ცისქვეშეთში დიდ შრომას რომ ეწევა?!+   თაობა მიდის, თაობა მოდის,დედამიწა კი მარადიულად რჩება.+   მზე ამოდის, მზე ჩადის,მერე კი იმ ადგილისკენ მიისწრაფვის, საიდანაც ისევ უნდა ამოვიდეს.+   ქარი სამხრეთისკენ ქრის, შემდეგ ტრიალდება და ჩრდილოეთს უბრუნდება;ტრიალებს და ტრიალებს, შეუჩერებლივ; ქარი თავის წრეზე ქრის.   ყველა მდინარე ზღვაში ჩაედინება, მაგრამ ზღვა არ ივსება.+ მდინარეები სათავეებს უბრუნდებიან, რომ ისევ იდინონ.+   ყველაფერი დამღლელია;ვის აქვს ამ ყოველივეზე ლაპარაკის თავი?! ვერც თვალი ძღება ცქერითდა ვერც ყური — სმენით.   რაც იყო, იგივე იქნება,და რაც გაკეთებულა, იგივე გაკეთდება; არაფერია ახალი ამ ცისქვეშეთში.+ 10  განა არსებობს ისეთი რამ, რაზეც იტყვიან, ეს ახალიაო?! ყველაფერი უხსოვარი დროიდან არსებობს;ჩვენამდეც არსებობდა. 11  აღარავის ახსოვს ძველი ხალხი;აღარც ისინი ეხსომებათ, ვინც მომავალში მოვა;აღარც შემდგომი თაობები გაიხსენებენ მათ.+ 12  მე, შემკრები და მეფე, ისრაელს იერუსალიმიდან განვაგებდი.+ 13  სიბრძნეს მივმართე,+ რომ გულდასმით შემესწავლა და გამომეკვლია ყველაფერი, რაც ცისქვეშეთში ხდება+ — ღვთის მიერ კაცთათვის მიცემული დამამწუხრებელი საქმეები, რაშიც ისინი ჩაბმულნი არიან. 14  ვიხილე ყველა ის საქმე, რაც ცისქვეშეთში გაკეთებულა,და ყველაფერი ამაოებაა და ქარის დევნა.+ 15  გამრუდებულს ვერ გაასწორებდა არარსებულს ვერ დათვლი. 16  გულში ვთქვი: „დიდად დავბრძენდი, იმათზე მეტად, ვინც ჩემამდე ყოფილა იერუსალიმში;+ დიდ სიბრძნესა და ცოდნას ვეზიარე“.+ 17  მთელი გულით შევეცადე, გამეგო, რა არის სიბრძნე, სიბრიყვე და უგუნურება;+ ესეც ქარის დევნა ყოფილა. 18  დიდ სიბრძნეს დიდი იმედგაცრუება მოჰყვება;მეტ ცოდნას მეტი ტკივილი სდევს თან.+

სქოლიოები