ესაია 2:1—22
2 აი, რა იხილა ესაიამ, ამოცის ძემ, იუდასა და იერუსალიმისშესახებ:+
2 უკანასკნელ დღეებშიიეჰოვას ტაძრის მთამთათა მწვერვალებს ზემოთ განმტკიცდება,+გორებს ზემოთ აღიმართება
და ყველა ერი მისკენ დაიწყებს დენას.+
3 წავა მრავალი ხალხი და იტყვის:
„მოდი ავიდეთ იეჰოვას მთაზე,იაკობის ღვთის ტაძარში!+
ის გვასწავლის თავის გზებსდა ჩვენც ვივლით მისი ბილიკებით“,+
რადგან კანონი სიონიდან გამოვადა იეჰოვას სიტყვა — იერუსალიმიდან.+
4 ის სამართალს გაუჩენს ერებსდა საქმეებს მოაგვარებს მრავალი ხალხისთვის.
ისინი თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენდა შუბებისგან — სასხლავებს.+
ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილსდა აღარ ისწავლიან ომს.+
5 იაკობის სახლეულობავ,მოდი ვიაროთ იეჰოვას სინათლეში!+
6 შენ მიატოვე შენი ხალხი, იაკობის სახლეულობა,+რადგან ბევრი ჩვეულება გადმოიღეს აღმოსავლეთიდან,ფილისტიმელებივით ჯადოქრობენ+და უცხოტომელთა შთამომავლებმა აავსეს მათი მიწა.
7 სავსეა მათი ქვეყანა ოქრო-ვერცხლით,თვლა არა აქვს მათ განძეულს.
ცხენებით აივსო მათი ქვეყანა,
ბოლო არ უჩანს მათ ეტლებს.+
8 სავსეა მათი ქვეყანა უსარგებლო ღმერთებით.+თაყვანს სცემენ თავიანთსავე ნახელავს,
საკუთარი ხელით შექმნილს.
9 ვინც პირქვე ემხობა, მცირდება,შენ ვერ პატიობ მათ.
10 შედი კლდეში და მიწაში დაიმალე,რადგან შიშის მომგვრელია იეჰოვა,
მეტად დიდებული.+
11 დამცირდება ის, ვინც ამპარტავნულად იმზირება,და დამდაბლდება მედიდური კაცი,
მხოლოდ იეჰოვა განდიდდება იმ დღეს.
12 ეს დღე ლაშქართა ღვთის, იეჰოვასია,+
ის თავს დაატყდება ყველა ქედმაღალსა და მედიდურს,ყველა აღზევებულსა და მდაბიოს,+
13 ლიბანის მაღალ და დიდებულ კედრებსდა ბაშანის უზარმაზარ მუხებს,
14 ბუმბერაზ მთებსადა მაღალ გორებს,
15 ცადაზიდულ კოშკებსა და გამაგრებულ გალავნებს,
16 თარშიშის ხომალდებსა+და ძვირფას ნავებს.
17 დამდაბლდება ამპარტავანიდა დამცირდება მედიდური;
მხოლოდ იეჰოვა განდიდდება იმ დღეს.
18 უსარგებლო ღმერთები გაცამტვერდებიან.+
19 ხალხი გამოქვაბულებს შეაფარებს თავსდა ორმოებში დაიმალება,+როცა იეჰოვა აღდგება დედამიწის შესაძრწუნებლად,
რადგან შიშის მომგვრელია ის
და მეტად დიდებული.+
20 იმ დღეს კაცი თავის უსარგებლო ვერცხლისა და ოქროს ღმერთებს,რომლებიც თაყვანსაცემად გაიკეთა,
ბიგებსა* და ღამურებს გადაუყრის,+
21 რათა შევიდეს კლდის გამოქვაბულსა და კლდის ნაპრალში,როცა იეჰოვა აღდგება დედამიწის შესაძრწუნებლად,რადგან შიშის მომგვრელია ის და მეტად დიდებული.
22 თქვენთვისვე აჯობებს, თუ არ მიენდობით კაცს,ნესტოებში რომ უდგას სული;
ვინაა იგი, რომ ღირდეს მასზე დანდობა?!
სქოლიოები
^ თაგვის მსგავსი პატარა ძუძუმწოვარი.