ესაია 43:1—28

  • იეჰოვა კრებს თავის ხალხს (1—7).

  • ღმერთები სამსჯავროზე (8—13).

    • „თქვენ ხართ ჩემი მოწმეები“ (10, 12).

  • ბაბილონიდან გათავისუფლება (14—21).

  • „სამსჯავროზე დავუპირისპირდეთ ერთმანეთს“ (22—28).

43  აი, რას ამბობს იეჰოვა,შენი შემოქმედი, იაკობ, და შენი შემქმნელი, ისრაელო:+ „ნუ გეშინია, რადგან მე გამოგისყიდე!+ სახელით მოგიხმე, მე მეკუთვნი!   როცა წყალში შეხვალ, შენთან ვიქნები,+ვერ წაგლეკავენ მდინარეები.+ როცა ცეცხლში გაივლი, არ დაგწვავს,ალიც ვერაფერს დაგაკლებს.   მე ვარ იეჰოვა, შენი ღმერთი,ისრაელის წმინდა, შენი მხსნელი. შენ გამოსასყიდად გავეცი ეგვიპტე,ეთიოპია და სება — შენ სანაცვლოდ;   რაკი ძვირფასი ხარ ჩემს თვალში,+პატივდებული და საყვარელი,+ შენ სანაცვლოდ ხალხს გავცემ,შენი სიცოცხლის სანაცვლოდ — ერებს.   ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ!+ აღმოსავლეთიდან მოვიყვან შენს შთამომავლობასდა დასავლეთიდან შევკრებ.+   ჩრდილოეთს ვეტყვი, გაუშვი-მეთქი;+ სამხრეთს ვეტყვი, ნუ დააკავებ,შორიდან მოიყვანე-მეთქი ჩემი ვაჟები და დედამიწის კიდეებიდან — ჩემი ასულები,+   ყველა, ვინც ჩემი სახელით იწოდება,+ვინც ჩემი დიდებისთვის გავაჩინე,გამოვსახე და შევქმენი.+   გამოიყვანე ხალხი, რომელსაც თვალები აქვს, მაგრამ ბრმაა,ყურები აქვს, მაგრამ ყრუა.+   ერთ ადგილას შეიკრიბოს ყველა ერი,ერთად შეიკრიბონ ხალხები.+ ვის შეუძლია მათ შორის* ამის თქმა? გაგვაგებინებენ უპირველესს*?+ მოიყვანონ თავიანთი მოწმეები თავიანთი სიმართლის დასამტკიცებლად,რომ მოისმინონ და თქვან, ეს სიმართლეაო.+ 10  თქვენ ხართ ჩემი მოწმეები,+ — ამბობს იეჰოვა, —ჩემი მსახური, რომელიც ამოვირჩიე,+რათა გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემიდა მიმხვდარიყავით, რომ მე იგივე ვარ.+ ჩემამდე არ უარსებია ღმერთსდა არც ჩემ შემდეგ იარსებებს.+ 11  მე, მე ვარ იეჰოვა+ და ჩემ გარდა არავინაა მხსნელი.+ 12  მე ვაუწყებდი, ვიხსნიდი და ვაცხადებდი, როცა თქვენ შორის არ იყო სხვა ღმერთი.+ ასე რომ, თქვენ ხართ ჩემი მოწმეები, — ამბობს იეჰოვა, — და მე ღმერთი ვარ.+ 13  მე ყოველთვის იგივე ვარ+და ვერავინ ვერაფერს გამომტაცებს ხელიდან.+ როცა ვმოქმედებ, წინ ვინ აღმიდგება?!“+ 14  აი, რას ამბობს იეჰოვა, თქვენი გამომსყიდველი,+ ისრაელის წმინდა:+ „თქვენი გულისთვის გავგზავნი ჯარს ბაბილონში და ჩამოვყრი კარიბჭეთა ურდულებს,+თავიანთ ხომალდებში სიმწრით აღრიალდებიან ქალდეველები.+ 15  მე ვარ იეჰოვა, თქვენი წმინდა,+ ისრაელის შემოქმედი,+ თქვენი მეფე“.+ 16  აი, რას ამბობს იეჰოვა,ზღვაში გზისა და ბობოქარ წყლებში სავალის გამკვალავი,+ 17  საომარი ეტლისა და ცხენის,+ჯარისა და მამაცი მებრძოლების ერთად გამომყვანი: „დაწვებიან და ვეღარ ადგებიან.+ გაქრებიან და პატრუქივით ჩაქრებიან. 18  ნუ გაიხსენებთ პირვანდელს,უწინდელზე ნუ იფიქრებთ. 19  აი, რაღაც ახალს ვიქმ!+უკვე ჩანს ის. განა ვერ მიხვდებით?! უდაბნოში გავკვალავ გზას+და ხრიოკზე მდინარეებს ვადინებ.+ 20  განმადიდებენ მინდვრის მხეცები,ტურები და სირაქლემები,რადგან უდაბნოშიც კი იდინებს წყალიდა ხრიოკზე — მდინარეები,+რათა დალიოს ჩემმა ხალხმა,+ ჩემმა რჩეულმა, 21  ხალხმა, რომელიც ჩემთვის შევქმენიჩემი დიდების გამცხადებლად.+ 22  მაგრამ შენ არ მომიხმე, იაკობ,+რადგან დაიღალე ჩემით, ისრაელო.+ 23  არ მოგიტანია ჩემთვის ცხვარი მთლიანად დასაწვავ მსხვერპლად,შესაწირავებით არ განგიდიდებივარ. არ დამიძალებია, რომ ძღვენი მოგერთმია ჩემთვის,არც გუნდრუკის კმევით დამიღლიხარ.+ 24  არ გიყიდია ჩემთვის ტკბილი ლერწამი;არ გაგიძღივარ მსხვერპლის ქონით.+ შენი ცოდვები ტვირთად დამაწვა,დამღალე შენი დანაშაულით.+ 25  მე, მე ვშლი შენს ცოდვებს+ ჩემი გულისთვის,+არ გავიხსენებ შენს ცოდვებს.+ 26  გამახსენე; სამსჯავროზე დავუპირისპირდეთ ერთმანეთს,თქვი შენი სათქმელი შენი სიმართლის დასამტკიცებლად. 27  შენმა პირველმა წინაპარმა შესცოდადა შენი წარმომადგენლები მეურჩნენ.+ 28  შეურაცხვყოფ წმინდა ადგილის მთავრებს;იაკობს გადავცემ გასანადგურებლადდა ისრაელს გასალანძღავად“.+

სქოლიოები

სავარაუდოდ, იგულისხმება ის, რაც პირველ რიგში უნდა მოხდეს.
შესაძლოა იგულისხმებიან ცრუ ღმერთები.