კანონი 32:1—52

  • მოსეს სიმღერა (1—47).

    • იეჰოვა კლდეა (4).

    • ისრაელი თავის კლდეს ივიწყებს (18).

    • „მე ვიძიებ შურს“ (35).

    • „მის ხალხთან ერთად იხარეთ, ერებო“ (43).

  • მოსე ნებოს მთაზე მოკვდება (48—52).

32  «ყური დამიგდე, ზეცავ, და ვილაპარაკებ!მოისმინოს მიწამ ჩემი სიტყვა!   წვიმასავით წამოვა ჩემი დარიგებადა ნამივით დაეპკურება ჩემი სიტყვა,როგორც ჟუჟუნა წვიმა მდელოზედა შხაპუნა წვიმა ბალახზე.   გავაცხადებ ღვთის სახელს, იეჰოვას.+ დიდება მიაგეთ ჩვენს ღმერთს!+   კლდეა იგი და სრულყოფილია მისი ნამოქმედარი,+სამართლიანია მისი ყოველი გზა.+ ერთგული ღმერთია+ და უსამართლოდ არასოდეს მოქმედებს.+მართალი და სამართლიანია იგი.+   ისინი თავად სჩადიან ბოროტებას;+ არ არიან მისი შვილები და ეს მხოლოდ მათი ბრალია.+ უსინდისო და უკუღმართი თაობაა!+   ასე უნდა ექცეოდეთ იეჰოვას,+სულელო და უგუნურო ხალხო?!+ ის ხომ მამაშენია, შენი გამჩენი,+ვინც შეგქმნა და ერად გაქცია?!   გაიხსენეთ ძველი დრო,დაფიქრდით წარსულ თაობათა განვლილ წლებზე. ჰკითხეთ მამათქვენს და ის გეტყვით,+მოხუცებს, და ისინი გიპასუხებენ.   როცა უზენაესმა სამკვიდრო დაუნაწილა ერებს,+როცა დააცალკევა ადამის ძეები,+მაშინ დაუდგინა საზღვრები ხალხებს+ისრაელთა რიცხვისამებრ.+   იეჰოვას წილი მისი ხალხია,+იაკობია მისი საკუთრება.+ 10  ხრიოკ მიწაზე იპოვა იგი,+უკაცრიელ ადგილას, უდაბნოში, სადაც მხეცები ყმუიან.+ თავს ევლებოდა, იცავდა და ზრუნავდა მასზე,+თვალისჩინივით უფრთხილდებოდა.+ 11  როგორც არწივი ასწავლის ფრენას მართვეებს,თავს დასტრიალებს მათ,შლის ფრთებს, აჰყავს ისინიდა ფრთებით ატარებს,+ 12  იეჰოვაც თავად ატარებდა მას*;+არ ყოფილა მასთან უცხოტომელთა ღმერთი.+ 13  აჰყავდა ის დედამიწის მაღლობებზე+და მინდვრის ნაყოფს აჭმევდა,+ კლდიდან გადმოსული თაფლით ასაზრდოებდადა სალი კლდიდან გადმოსული ზეთით; 14  ძროხის კარაქსა და ცხვრის რძეს აძლევდანარჩევ ცხვართან ერთად,ბაშანურ ვერძებს და ვაცებს აძლევდასაუკეთესო ხორბალთან ერთად;+ღვინოდ ყურძნის სისხლს სვამდი. 15  გასუქდა იეშურუნი*, გაჯიუტდა და ტლინკების ყრა დაიწყო. გასუქდი, გასივდი და გაიბერე!+ მიატოვა მან თავისი შემოქმედი ღმერთი+და ზემოდან დაუწყო ყურება თავისი ხსნის კლდეს. 16  განარისხებდნენ მას სხვა ღმერთების თაყვანისცემით,+სხვადასხვა სისაძაგლით შეურაცხყოფდნენ;+ 17  დემონებს სწირავდნენ მსხვერპლს და არა ღმერთს,+ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობდნენ,ახლადმოვლენილთ,რომელთაც არ იცნობდა თქვენი მამა-პაპა. 18  დაივიწყე მამაშენი, შენი კლდე,+აღარ გახსოვდა ღმერთი, რომელმაც გაგაჩინა.+ 19  დაინახა ეს იეჰოვამ და უარყო ისინი,+რადგან მისმა ვაჟებმა და ასულებმა შეურაცხყვეს იგი. 20  მან თქვა: „ზურგს ვაქცევ და+ვნახავ, რა იქნება მათი ბოლო. უკუღმართი თაობაა,+ძეები, რომელთაც ერთგულება არ შეუძლიათ.+ 21  განმარისხეს იმით, რაც ღმერთი არ არის,+შეურაცხმყვეს თავიანთი უსარგებლო კერპებით;+ მეც განვარისხებ მათ იმ ხალხის ხელით,რომელიც ხალხი არ არის,+უგუნური ერის მეშვეობით შეურაცხვყოფ მათ.+ 22  ჩემი რისხვა ცეცხლივით აგიზგიზდა+და სამარემდე* ჩააღწევს,+შთანთქავს დედამიწას და მის ნაყოფს,გადაბუგავს მთათა საძირკვლებს. 23  უბედურებას უბედურებაზე დავატეხ,მათკენ მივმართავ ყველა ჩემს ისარს. 24  დაიქანცებიან შიმშილით,+შთაინთქმებიან ციებ-ცხელებით+და ერთიანად განადგურდებიან; მივუსევ მათ მხეცებსა+და შხამიან ქვეწარმავლებს. 25  გარეთ მახვილი მოუღებთ ბოლოს+და შინ — შიში,+ჭაბუკსაც და ქალწულსაც,ჩვილსაც და ჭაღარასაც.+ 26  ვიტყოდი, გავფანტავდა მოვსპობ მათ სახსენებელს ხალხთა შორის-მეთქი, 27  მაგრამ არ მინდოდა, დაეკვეხნა მტერს+და არასწორად დაესკვნა,+ ჩვენი ძალით ვაჯობეთ+და ეს ყველაფერი იეჰოვას არ მოუმოქმედებიაო. 28  უგუნური* ერია,შეუგნებლები არიან.+ 29  ნეტავ ბრძენნი ყოფილიყვნენ!+ მაშინ ჩაუფიქრდებოდნენ ამას+ და დაფიქრდებოდნენ თავიანთ ბოლოზე.+ 30  ერთი როგორ დაედევნება ათასსდა ორი როგორ განდევნის ათი ათასს,+ თუ მათმა კლდემ არ გაიმეტა+და იეჰოვამ არ ჩაუგდო ხელში მტერს?! 31  მათი კლდე ჩვენს კლდეს არა ჰგავს,+მტერიც კი ხვდება ამას.+ 32  მათი ვაზი სოდომის ვაზიაგომორას ზვრებიდან;+ შხამიანია მათი ყურძენიდა მწარეა მათი მტევნები.+ 33  მათი ღვინო გველთა გესლია,კობრას შხამი. 34  განა ჩემთან არ არის შენახული,ჩემს საგანძურში დაბეჭდილი?!+ 35  მე ვიძიებ შურს და მე მივუზღავ,+დანიშნულ დროს წაფორხილდებიან,+ახლოვდება მათი უბედურების დღე;მალე ეწევათ ის, რაც ელით“. 36  იეჰოვა გაასამართლებს თავის ხალხს+და თავის მსახურებს შეიბრალებს,+როცა დაინახავს, რომ ძალაგამოცლილნი,უმწეონი და უსუსურნი არიან. 37  იტყვის იგი: „სად არიან მათი ღმერთები,+სად არის მათი კლდე, სადაც თავის შეფარებას ცდილობდნენ, 38  ვინც მათ საუკეთესო შესაწირავებს ჭამდა და მათი დასაღვრელი შესაწირავის ღვინოს სვამდა?!+ ადგნენ და დაგეხმარონ, იქცნენ შენს თავშესაფრად! 39  დაინახეთ, რომ მე ვარ ღმერთი,+და არ არსებობენ ღმერთები ჩემ გარდა.+ მე ვკლავ და მევე ვაცოცხლებ;+ მე ვაყენებ ჭრილობას+ და მევე ვკურნავ;+ჩემი ხელიდან დახსნა შეუძლებელია.+ 40  ზეცისკენ აღვაპყრობ ხელსდა ვიფიცებ, ცოცხალი ვარ მარადიულად-მეთქი,+ 41  თუ ავლესე ჩემი ელვარე მახვილიდა მოვემზადე გასასამართლებლად,+შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე+და მივუზღავ ჩემს მოძულეებს. 42  სისხლით დავათრობ ჩემს ისრებსდა ხორცით გავაძღებ ჩემს მახვილს,დახოცილთა და ტყვეთა სისხლით,მტრის წინამძღოლთა თავებით“. 43  მის ხალხთან ერთად იხარეთ, ერებო,+რადგან ის თავის მსახურთა სისხლს აიღებს,+შურს იძიებს მტრებზე+და გამოისყიდის მიწას თავისი ხალხისთვის». 44  მივიდა მოსე და ხალხის გასაგონად წარმოთქვა ამ სიმღერის სიტყვები.+ მასთან ერთად იყო ჰოშეა*+ ნავეს ძე. 45  როცა დაასრულა მოსემ ამ სიტყვების წარმოთქმა მთელი ისრაელის გასაგონად, 46  მიმართა მათ: „გულში ჩაიბეჭდეთ ეს გამაფრთხილებელი სიტყვები, რომლებსაც დღეს გეუბნებით,+ და უბრძანეთ თქვენს შვილებს, გულდასმით დაიცვან ამ კანონის ყველა სიტყვა.+ 47  ეს არ არის უბრალო სიტყვები, ის თქვენს სიცოცხლეს ნიშნავს!+ ამ სიტყვების წყალობით იქნებით დღეგრძელნი იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც კვეთთ იორდანეს“. 48  იმავე დღეს იეჰოვამ მოსეს უთხრა: 49  „ადი აბარიმის მთაზე,+ ნებოს მთაზე,+ რომელიც მოაბის მიწაზეა, იერიხონის მოპირდაპირედ, და დაინახავ ქანაანის მიწას, რომელსაც ისრაელებს ვაძლევ სამკვიდროდ.+ 50  მოკვდები იმ მთაზე, სადაც ახვალ, და შენს ხალხს შეუერთდები*, როგორც შენი ძმა აარონი მოკვდა ჰორის მთაზე+ და შეუერთდა თავის ხალხს, 51  რადგან მიორგულეთ ისრაელების თვალწინ ცინის უდაბნოში, კადეშში, მერიბას წყალთან+ და არ განმწმინდეთ ისრაელების წინაშე.+ 52  შორიდან დაინახავ იმ მიწას, რომელსაც ისრაელებს ვაძლევ, მაგრამ ვერ შეხვალ“.+

სქოლიოები

იგულისხმება იაკობი.
ნიშნავს „მართალს“. ისრაელის საპატიო წოდება.
ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ან შესაძლოა: „რჩევის უგულებელმყოფელი“.
იესო ნავეს ძის თავდაპირველი სახელი. „ჰოშეა“ არის „ჰოშაიას“ შემოკლებული ფორმა, ნიშნავს: „იაჰის დახსნილს“, „იაჰმა იხსნა“.
სიკვდილის აღმნიშვნელი ებრაული იდიომი.