კანონი 4:1—49

  • მოწოდება მორჩილებისკენ (1—14).

    • ისრაელებს არ უნდა დაევიწყებინათ ღვთის საქმეები (9).

  • იეჰოვა არ იწყნარებს ორგულობას (15—31).

  • იეჰოვას გარდა სხვა არავინაა ღმერთი (32—40).

  • თავშესაფარი ქალაქები იორდანის აღმოსავლეთით (41—43).

  • შემზადება კანონის მისაცემად (44—49).

4  «ისრაელებო, დაიცავით ის წესები და სამართალი, რომელიც გასწავლეთ, რათა იცოცხლოთ+ და დაიმკვიდროთ მიწა, რომელსაც იეჰოვა, თქვენი მამა-პაპის ღმერთი, გაძლევთ.  არაფერი დაუმატოთ და არაფერი მოაკლოთ იმ სიტყვას,+ რომელსაც გიბრძანებთ, რათა დაიცვათ იეჰოვას, თქვენი ღვთის, მითითებები.  თქვენი თვალით ნახეთ, რა მოიმოქმედა იეჰოვამ ფეორის ბაალის გამო. იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, მოსპო ყველა, ვინც ფეორის ბაალს თაყვანი სცა.+  მაგრამ თქვენ, ვინც იეჰოვას, თქვენს ღმერთს, უერთგულეთ, ყველანი ცოცხლები ხართ.  მე გასწავლეთ წესები და სამართალი,+ როგორც იეჰოვამ, ჩემმა ღმერთმა, მიბრძანა, რათა დაიცვათ იმ მიწაზე, რომელსაც დაიმკვიდრებთ.  ზედმიწევნით დაიცავით და შეასრულეთ ეს წესები,+ რათა დაინახოს ხალხმა, რომ ბრძენნი და გონიერნი ხართ,+ და თქვან, ეს დიდი ერი ნამდვილად ბრძენი და გონიერიაო.+  რომელ დიდ ერთან არიან ასე ახლოს მათი ღმერთები, როგორც ჩვენთანაა იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, ყოველთვის, როცა ვუხმობთ?!+  რომელ დიდ ერს აქვს იმ კანონების მსგავსი სამართლიანი წესები და კანონები, რომელთაც მე გაძლევთ დღეს?!+  იფრთხილეთ და დაუკვირდით საკუთარ თავს, რომ არ დაგავიწყდეთ ის, რაც თქვენი თვალით იხილეთ, და მთელი ცხოვრება გულში გქონდეთ ჩაბეჭდილი. ამის შესახებ თქვენს შვილებს და შვილიშვილებსაც მოუყევით.+ 10  იმ დღეს, როცა იეჰოვას წინაშე იდექით ხორებთან, იეჰოვამ მითხრა: „შემიკრიბე ხალხი, რომ გადავცე ჩემი სიტყვები,+ რათა მთელი ცხოვრება თავადაც სწავლობდნენ ჩემდამი შიშს+ და თავიანთ ვაჟებსაც ასწავლიდნენ“.+ 11  თქვენ მოუახლოვდით მთას და მის ძირას დადექით. იწვოდა მთა, ცას სწვდებოდა ცეცხლი; შავი ღრუბელი და სიბნელე ჩამოწოლილიყო.+ 12  ცეცხლიდან დაგელაპარაკათ იეჰოვა.+ მისი ხმა გესმოდათ, მაგრამ ვერაფერს ხედავდით,+ მხოლოდ ხმა გესმოდათ.+ 13  შეთანხმება დაგიდოთ+ და ათი მცნების+ დაცვა გიბრძანათ. მან ეს მცნებები ორ ქვის ფილაზე დაგიწერათ.+ 14  მაშინ მიბრძანა იეჰოვამ, რომ თქვენთვის წესები და სამართალი მესწავლებინა, რათა დაგეცვათ იმ მიწაზე, რომლის დასაპატრონებლადაც მიდიხართ. 15  იმ დღეს, როცა იეჰოვა ხორებთან ცეცხლის შუაგულიდან დაგელაპარაკათ, არანაირი გამოსახულება არ გინახავთ; ამიტომ ფრთხილად იყავით, 16  რომ არ მოიქცეთ უკეთურად და არ გაიკეთოთ არანაირი ქანდაკება, არც კაცისა, არც ქალისა,+ 17  არც ცხოველისა, რაც მიწაზე ბინადრობს, არც ფრინველისა, რაც ცაში დაფრინავს,+ 18  არც იმისა, რაც მიწაზე დახოხავს, და არც არანაირი თევზისა, რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.+ 19  როცა ზეცისკენ აღაპყრობთ თვალს და დაინახავთ მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს, ცის მთელ ლაშქარს, არ ცდუნდეთ, მათ წინაშე პირქვე არ დაემხოთ და თაყვანი არ სცეთ.+ ისინი იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, ცისქვეშეთში ყველა ხალხს მისცა. 20  იეჰოვამ თქვენ რკინის საწრთობი ღუმლიდან, ეგვიპტიდან, გამოგიყვანათ, რათა მისი ხალხი, მისი საკუთრება, გამხდარიყავით,+ და გახდით კიდეც. 21  თქვენ გამო განმირისხდა იეჰოვა+ და დაიფიცა, რომ ვერ გადავლახავდი იორდანეს და ვერ შევიდოდი მადლიან მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი, გაძლევთ დასამკვიდრებლად.+ 22  მე ამ მიწაზე მოვკვდები. მე ვერ გადავლახავ იორდანეს,+ მაგრამ თქვენ გადალახავთ და დაიმკვიდრებთ იმ მადლიან მიწას. 23  იფრთხილეთ, რომ არ დაივიწყოთ შეთანხმება, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, დაგიდოთ;+ არ გაიკეთოთ ქანდაკება, არაფერი იმის მსგავსი, რაც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, აგიკრძალათ.+ 24  იეჰოვა, თქვენი ღმერთი, შთამნთქმელი ცეცხლია,+ არ იწყნარებს ორგულობას.+ 25  იმ მიწაზე შვილები და შვილიშვილები შეგეძინებათ და დიდხანს იცხოვრებთ; მაგრამ, თუ უკეთურად მოიქცევით და გაიკეთებთ რაიმე ქანდაკებას,+ ბოროტებას ჩაიდენთ იეჰოვას, თქვენი ღვთის, თვალში და შეურაცხყოფთ მას,+ 26  ცასა და დედამიწას ვიმოწმებ დღეს, რომ მალევე მოისპობით იმ მიწიდან, რომელსაც იორდანის გადალახვის შემდეგ დაიმკვიდრებთ. ვერ იქნებით დღეგრძელნი, მოისპობით.+ 27  იეჰოვა ხალხებში გაგფანტავთ,+ და იქ, სადაც იეჰოვა გაგფანტავთ, ცოტანი გადარჩებით.+ 28  იქ დაუწყებთ თაყვანისცემას ადამიანის ხელით შექმნილ ხისა და ქვის ღმერთებს,+ რომლებიც ვერ ხედავენ, არ ესმით, ვერ ჭამენ და არც ყნოსვა შეუძლიათ. 29  თუ ძებნას დაუწყებთ იქ იეჰოვას, თქვენს ღმერთს, იპოვით კიდეც,+ ოღონდ მთელი სულითა და გულით თუ მოძებნით მას.+ 30  როცა გასაჭირში ჩაცვივდებით და ეს სიტყვები თქვენზე შესრულდება, მაშინ დაუბრუნდებით იეჰოვას, თქვენს ღმერთს, და დაუჯერებთ მას.+ 31  თქვენი ღმერთი იეჰოვა გულმოწყალე ღმერთია.+ არ მიგატოვებთ, არ მოგსპობთ და არ დაივიწყებს თქვენს მამა-პაპასთან ფიცით დადებულ შეთანხმებას.+ 32  გაიხსენეთ წარსული დღეები, რა მოხდა თქვენამდე, იმ დღიდან მოყოლებული, რაც ღმერთმა დედამიწაზე ადამიანი შექმნა; გამოიკითხეთ ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე. ნუთუ მომხდარა რაიმე ამაზე დიდებული ან გსმენიათ მსგავსი რამ?!+ 33  მოუსმენია თქვენ გარდა სხვა ხალხს ცეცხლიდან ღვთის ხმა და დარჩენილა ცოცხალი?!+ 34  ან, თუ დაუხსნია ღმერთს თავისთვის სხვა ხალხი სასჯელებით, სასწაულებით,+ ომით,+ ძლიერი ხელით,+ გაწვდილი მკლავით და შიშის მომგვრელი საქმეებით,+ რაც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, თქვენ თვალწინ ეგვიპტეში თქვენთვის მოიმოქმედა?! 35  მან ეს ყველაფერი იმიტომ გახილვინათ, რომ გცოდნოდათ: იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი+ და სხვა არავინაა მის გარდა.+ 36  ზეციდან გაგაგონათ თავისი ხმა, რომ გამოესწორებინეთ; დედამიწაზე გახილვინათ დიდი ცეცხლი და იმ ცეცხლიდან მოისმინეთ მისი სიტყვები.+ 37  შეიყვარა თქვენი მამა-პაპა, ამოგირჩიათ თქვენ, მათი შთამომავლობა,+ და თავისი ძლევამოსილებით გამოგიყვანათ ეგვიპტიდან. 38  განდევნა თქვენზე გაცილებით დიდი და ძლიერი ერები, რათა შეეყვანეთ მათ მიწაზე და მოეცა თქვენთვის ის მიწა მემკვიდრეობად, რაც ასეც არის.+ 39  ამიერიდან იცოდეთ და არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი მაღლა ზეცაში და დაბლა მიწაზე;+ მის გარდა სხვა არავინაა.+ 40  დაიცავით მისი წესები და მცნებები, რომელთაც დღეს გიბრძანებთ, რათა ხელი მოგემართოთ თქვენ და თქვენს ვაჟებს და დღეგრძელნი იყოთ იმ მიწაზე, რომელსაც თქვენი ღმერთი იეჰოვა გაძლევთ».+ 41  მაშინ გამოყო მოსემ სამი ქალაქი იორდანის აღმოსავლეთით.+ 42  ვისაც მოძმე შემოაკვდება,+ რომელიც არ სძულებია, მან ამ ქალაქებიდან ერთ-ერთს უნდა შეაფაროს თავი, რომ იცოცხლოს.+ 43  რეუბენელებისთვის ასეთი ქალაქია ბეცერი,+ რომელიც ზეგანზე მდებარე უდაბნოში მდებარეობს, გადელებისთვის — გალაადის რამოთი+ და მენაშელებისთვის+ — ბაშანის გოლანი.+ 44  ეს არის კანონი,+ რომელიც მოსემ ისრაელებს დაუწესა. 45  ეს არის მითითებები*, წესები და სამართალი, რომლებიც მოსემ გადასცა ისრაელებს, როცა ეგვიპტიდან გამოვიდნენ,+ 46  იორდანის მხარეში, ველზე ბეთ-ფეორის წინ,+ ხეშბონში,+ იმ მიწაზე, სადაც ამორეველთა მეფე სიხონი ცხოვრობდა, რომელიც მოსემ და ისრაელებმა დაამარცხეს ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ.+ 47  დაეპატრონნენ ამ მიწას და ბაშანის მეფის, ოგის,+ მიწას, ამორეველთა ორივე მეფის მიწებს იორდანის აღმოსავლეთით, 48  არნონის+ ხევის პირას მდებარე აროერიდან სიონის, იგივე ხერმონის, მთამდე,+ 49  მთელ არაბას იორდანის აღმოსავლეთით, არაბის ზღვამდე*, ფისგის ფერდობებამდე.+

სქოლიოები

დედანში ეს სიტყვა ნათქვამის გამეორების, შეხსენების აზრს ატარებს.
იგივე მარილოვანი ზღვა, მკვდარი ზღვა.