ფსალმუნები 103:1—22
დავითის ფსალმუნი.
103 ადიდე იეჰოვა, სულო ჩემო!მთელი არსებით განვადიდებ მის სახელს!
2 ადიდე იეჰოვა, სულო ჩემო,ნუ დაივიწყებ მის საქმეებს!+
3 ის ყველა დანაშაულს გპატიობს+და ყველა სნეულებისგან გკურნავს;+
4 ის არის სამარიდან შენი დამხსნელი,+გვირგვინივით გამკობს მისი სიყვარული* და წყალობა;+
5 ის კარგს არ გიკავებს+ მთელი შენი სიცოცხლე,რათა არწივივით განგიახლდეს ახალგაზრდობა.+
6 იეჰოვა სიმართლესა+ და სამართალს აღასრულებსყველა ჩაგრულისთვის.+
7 თავისი გზები გააცნო მოსეს+და თავისი საქმეები უჩვენა ისრაელებს.+
8 იეჰოვა გულმოწყალე და თანამგრძნობია,+სულგრძელია* და ურყევია მისი სიყვარული*.+
9 არც მუდმივად დაგდებს ბრალს+და არც მარადიულად გაგინაწყენდება.+
10 ჩვენი ცოდვებისამებრ არ მოგვკითხა+და არც დანაშაულისთვის მოგვიზღა საკადრისი.+
11 როგორც ზეცაა დედამიწაზე განუზომლად მაღლა,ისე განუზომლად დიდია მისი სიყვარული* მის მოშიშთათვის;+
12 როგორც მზის ამოსავალია დაშორებული მზის ჩასავლისგან,ისე დაგვაშორა მან ჩვენი ცოდვები;+
13 როგორც მამა იწყალებს შვილებს,იეჰოვაც ისე იწყალებს თავის მოშიშებს,+
14 რადგან მან კარგად იცის ჩვენი აგებულება+და ახსოვს, რომ მტვერი ვართ.+
15 მოკვდავი ადამიანის დღეები მწვანე ბალახივითაა,+მინდვრის ყვავილივით ყვავის იგი.+
16 დაბერავს ქარი და წაიღებს,თითქოს იქ არც ყოფილაო.
17 იეჰოვას სიყვარული ურყევია* და მარადიულიმის მოშიშთა მიმართ,+მისი სიმართლე — მათი შვილთაშვილების მიმართ,+
18 მისი შეთანხმების დამცველთა მიმართ+და მათ მიმართ, ვინც გულდასმით იცავს მის წესებს.
19 იეჰოვამ ზეცაში განამტკიცა თავისი ტახტი,+მისი მეფობა ყველგან ვრცელდება.+
20 ადიდეთ იეჰოვა, ანგელოზნო მისნო,+ ძლევამოსილნო,მისი სიტყვის შემსრულებელნო+ და მორჩილნო მისნო!
21 ადიდეთ იეჰოვა, მთელმა მისმა ლაშქარმა,+მისმა მსახურებმა, მისი ნების შემსრულებლებმა!+
22 ადიდეთ იეჰოვა, თქვენ, მისმა ქმნილებებმა,მთელ მის სამფლობელოში!
ადიდე იეჰოვა, სულო ჩემო!
სქოლიოები
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ სხვაგვარად — „ადვილად არ რისხდება“.
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).