ფსალმუნები 115:1—18
115 ჩვენ კი ნუ მოგვაგებ დიდებას, იეჰოვა,ჩვენ კი ნუ მოგვაგებ,შენს სახელს მიაგე დიდება,+
რადგან მოსიყვარულე* და ერთგული ხარ!+
2 რატომ უნდა თქვან ხალხებმა:
სად არისო მათი ღმერთი?+
3 ჩვენი ღმერთი ზეცაშია;თუკი რამეს მოისურვებს, აკეთებს კიდეც.
4 მათი კერპები ვერცხლი და ოქროა,ადამიანის ნახელავი:+
5 პირი აქვთ, მაგრამ ვერ ლაპარაკობენ,+თვალები აქვთ, მაგრამ ვერ ხედავენ,
6 ყურები აქვთ, მაგრამ არ ესმით,ცხვირი აქვთ, მაგრამ ვერ იყნოსავენ,
7 ხელები აქვთ, მაგრამ ვერაფერს ეხებიან,ფეხები აქვთ, მაგრამ ვერ დადიან,+ხმა არ ამოსდით ხორხიდან.+
8 მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები+და ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.+
9 ისრაელო, მიენდე იეჰოვას+ —შენი მშველელი და ფარია იგი!+
10 აარონის შთამომავლებო,+ მიენდეთ იეჰოვას —თქვენი მშველელი და ფარია იგი!
11 იეჰოვას მოშიშნო, მიენდეთ იეჰოვას+ —თქვენი მშველელი და ფარია იგი!+
12 არ დავვიწყებივართ იეჰოვას და გვაკურთხებს;ის აკურთხებს ისრაელს+
და აკურთხებს აარონის შთამომავლობას.
13 აკურთხებს იეჰოვა თავის მოშიშებს,დიდსა თუ მცირეს.
14 იეჰოვა გაგამრავლებთთქვენც და თქვენს შვილებსაც.+
15 გაკურთხოთ იეჰოვამ,+ზეცისა და დედამიწის შემოქმედმა!+
16 იეჰოვასია ზეცა,+დედამიწა კი ადამიანებს მისცა.+
17 მკვდრები ვერ ადიდებენ იაჰს*,+ვერავინ, ვინც სიკვდილის მდუმარებაში დანთქმულა.+
18 ჩვენ კი ვადიდებთ იაჰს*ახლაც და მარადიულადაც.
ადიდეთ იაჰი*!
სქოლიოები
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.
^ ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.
^ სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.