ფსალმუნები 127:1—5
აღსავალი სიმღერა. სოლომონის ფსალმუნი.
127 თუ იეჰოვა არ აშენებს სახლს,ტყუილად ირჯებიან მშენებლები;+
თუ იეჰოვა არ იცავს ქალაქს,+ტყუილად ფხიზლობს გუშაგი.
2 ტყუილად დგებით ადრიანად,ტყუილად ხართ ფეხზე გვიანობამდე,ტყუილად ირჯებით საზრდოსთვის,რადგან ის მასზე ზრუნავს და მას ჰგვრის ტკბილ ძილს, ვინც უყვარს.+
3 შვილები მემკვიდრეობაა იეჰოვასგან,+ჯილდოა მუცლის ნაყოფი!+
4 როგორც ისრები ძლიერი კაცის ხელში,ისე არიან სიყრმის შვილები.+
5 ბედნიერია კაცი, რომელმაც კაპარჭი აივსო მათით.+არ შერცხვებიან*, რადგან პასუხს გასცემენ ისინი* მტრებს კარიბჭესთან.