ფსალმუნები 137:1—9
137 ბაბილონის მდინარეების+ პირას ვისხედით
და ვტიროდით, როცა ვიხსენებდით სიონს.+
2 ვერხვებზე ჩამოვკიდეთ ჩვენი ქნარები+მის შუაგულში.
3 ჩვენი დამატყვევებლები სიმღერას გვთხოვდნენ,+ჩვენი დამცინავები თავის შესაქცევად გვთხოვდნენ,
გვიმღერეთო სიონზე რომელიმე სიმღერა.
4 როგორ ვიმღეროთ იეჰოვას სიმღერაუცხო მიწაზე?!
5 უწინ ჩემს მარჯვენას დაავიწყდეს საქმის კეთება,ვიდრე დაგივიწყო, იერუსალიმო!+
6 უწინ სასაზე მიმეკრას ენა,თუკი დაგივიწყო,თუკი იერუსალიმი არ ვაქციოჩემი სიხარულის წყაროდ!+
7 არ დაივიწყო, იეჰოვა,ედომელები რომ ამბობდნენ იერუსალიმის დაცემის დღეს,
დაანგრიეთ, მიწასთან გაასწორეთო!+
8 მალე მოისპობი, ბაბილონის ასულო,+ბედნიერი იქნება, ვინც საკადრისს მოგიზღავსდა ისე მოგექცევა, როგორც შენ გვექცეოდი.+
9 ბედნიერი იქნება, ვინც შენს შვილებს შეიპყრობს,კლდეს მიანარცხებს და ბოლოს მოუღებს.+