ფსალმუნები 77:1—20

  • ლოცვა გაჭირვების ჟამს.

    • ღვთის საქმეებზე ფიქრი (11, 12).

    • „რომელი ღმერთი შეგედრება სიდიადით?!“ (13).

გუნდის ხელმძღვანელს: იედუთუნი*. ასაფის+ საგალობელი. 77  ხმამაღლა შევღაღადებ ღმერთს,შევღაღადებ და ისიც ყურს მომაპყრობს.+   ვეძებ იეჰოვას გასაჭირის ჟამს,+ მთელი ღამე მისკენ მაქვს ხელი აპყრობილი. ვერ ვპოულობ ნუგეშს.   როცა ვიხსენებ ღმერთს, ვგმინავ;+დამწუხრებული და დაუძლურებული ვარ.+ (სელა)   თვალი არ მომახუჭინე;აფორიაქებული ვარ და ვერ ვლაპარაკობ.   ვფიქრობ გარდასულ დღეებზე,+შორეულ წარსულზე.   ღამით ვიხსენებ ჩემს სიმღერას;+ფიქრს ვეძლევი+ და გულმოდგინედ ვიკვლევ ყოველივეს.   ნუთუ სამუდამოდ მიგვაგდო იეჰოვამ?!+ ნუთუ აღარ მოუბრუნდება გული ჩვენზე?!+   ნუთუ გაქრა მისი ურყევი სიყვარული*?! ნუთუ ვეღარ იხილავენ მომავალი თაობები მისი დანაპირების შესრულებას?!   ნუთუ დაივიწყა ღმერთმა წყალობის ქმნა+ანდა განრისხდა და აღარ იჩენს გულმოწყალებას?! (სელა) 10  ვამბობ: „გული მაქვს აფორიაქებული,+ რადგან აღარ გვიმართავს ხელს უზენაესი“. 11  ყოველთვის მემახსოვრება იაჰის* საქმეები,არასდროს დავივიწყებ გასაოცარ საქმეებს, უწინ რომ მოიმოქმედე. 12  ვიფიქრებ ყველა შენს საქმეზედა ჩავუკვირდები შენს ნამოქმედარს.+ 13  ღმერთო, წმინდაა შენი გზები. ღმერთო, რომელი ღმერთი შეგედრება სიდიადით?!+ 14  შენა ხარ ღმერთი, სასწაულებს რომ ახდენს.+ შენ უჩვენე ხალხებს შენი ძალა.+ 15  შენი ძალით იხსენი შენი ხალხი,+იაკობისა და იოსების შთამომავლები. (სელა) 16  გიხილეს წყლებმა, ღმერთო,გიხილეს და შეძრწუნდნენ;+ შეიძრნენ ღრმა წყლები. 17  ჩამოღვარეს წყალი ღრუბლებმა; გრგვინვა ისმოდა მოღრუბლული ციდანდა დაქროდნენ შენი ისრები.+ 18  ეტლის ბორბლების ხმას ჰგავდა შენი გრგვინვა,+ელვამ გაანათა მიწა;+შეირყა და შეიძრა დედამიწა.+ 19  ზღვაზე გადიოდა შენი გზა+და ღრმა წყალზე — შენი ბილიკები,მაგრამ ვერავინ ხედავდა შენს ნაკვალევს. 20  ფარასავით მიუძღოდი შენს ხალხს+მოსესა და აარონის მეშვეობით.+

სქოლიოები

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.