ფსალმუნები 83:1—18
ასაფის ფსალმუნი.+
83 ნუ დადუმდები, ღმერთო!+ნუ გაჩუმდები და ნუ გაჩერდები, ზეციერო!
2 აი, ყაყანებენ შენი მტრები,+ქედმაღლობენ შენი მოძულეები.
3 ფარულად აწყობენ გეგმებს შენი ხალხის წინააღმდეგ,შეთქმულებას უწყობენ შენთვის ძვირფას ხალხს.
4 ამბობენ, მოდით და აღვგავოთ ეს ერი,+რომ მოისპოსო ისრაელის სახსენებელი.
5 საერთო ჩანაფიქრი აქვთ;შენ წინააღმდეგ შეუკრავთ პირი:+
6 ედომელებსა და ისმაელელებს*, მოაბელებსა+ და აგრელებს,+
7 გებალელებს, ამონელებსა+ და ამალეკელებს,ფილისტიმელებსა+ და ტვიროსელებს.+
8 ასურეთიც+ მათ მიემხრო,მხარს უჭერენ ლოტის შთამომავლებს.+ (სელა)
9 იგივე დამართე მათ, რაც მიდიანს,+სისერასა და იაბინს კიშონის ხევთან.+
10 განადგურდნენ ისინი ენ-დორში;+ნაკელად იქცნენ მიწისათვის.
11 იგივე უყავი მათ დიდებულებს, რაც ორებსა და ზეებს,+იგივე დამართე მათ მთავრებს, რაც ზებახსა და ცალმუნას,+
12 რადგან ამბობდნენ, დავეუფლოთო ღვთის სამკვიდროს.
13 ჩემო ღმერთო, დაამსგავსე ისინი ქარისგან ატაცებულ ნარს+და ქარისგან გახვეტილ ბზეს.
14 როგორც ცეცხლი წვავს ტყესდა ალი ბუგავს მთებს,+
15 ისე დაედევნე მათ შენი ქარიშხლით+და შეაძრწუნე შენი ქარტეხილით.+
16 შეარცხვინე ისინი,რათა ეძებონ შენი სახელი, იეჰოვა.
17 შერცხვნენ და შეძრწუნდნენ სამარადისოდ,დამცირდნენ და განადგურდნენ,
18 რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენი სახელია იეჰოვა+და მხოლოდ შენ ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — „ედომისა და ისმაელელების კარვებს“.