სამუელი — წიგნი მეორე 23:1—39

  • დავითის უკანასკნელი სიტყვები (1—7).

  • დავითის მამაცი მეომრების საგმირო საქმეები (8—39).

23  ეს არის დავითის უკანასკნელი სიტყვები:+ „იესეს ძის, დავითის,+ სიტყვა,სიტყვა განდიდებული კაცისა,+იაკობის ღვთის ცხებულისა,+ისრაელის ტკბილხმიანი მომღერლისა:+   ჩემი პირით მეტყველებდა იეჰოვას სული+და მისი სიტყვა მქონდა ბაგეზე.+   ისრაელის ღმერთმა თქვა,ისრაელის კლდემ+ მითხრა, რომ მართალი კაცის მმართველობა,+ღვთის შიშით მმართველობა,+   მზიანი დილის ნათელივითაა,+უღრუბლო დილასავით, წვიმის შემდეგ გამოსულ მზესავით,ბალახს რომ აღმოაცენებს მიწიდან.+   განა ასეთი არ არის ჩემი შთამომავლობა ღვთის თვალში?! მან ხომ მარადიული შეთანხმება დამიდო,+სრულფასოვანი და საიმედო.ჩემს ხსნასა და სიხარულს რომ ემსახურება, ამიტომაცაა ღვთისგან კურთხეული ჩემი შთამომავლობა!+   უვარგისები ეკლებს ჰგვანან, რომელთაც ყრიან+და ხელს ვერავინ ჰკიდებს.   რკინის იარაღისა და შუბის გარეშემათ ვერავინ შეეხება; ადგილზევე ცეცხლით უნდა გადაბუგონ ისინი!“  დავითის მამაცი მებრძოლები იყვნენ:+ თახქემონელი იოშებ-ბაშებეთი, რომელიც თავის სამეულში მეთაური იყო.+ მან ერთხელ შუბით 800 კაცი მოკლა.  შემდეგი იყო ელეაზარი,+ ახოხის ვაჟის, დოდოს,+ ვაჟი. ის ერთ-ერთი იყო დავითის იმ სამი მამაცი მეომრიდან, რომლებიც თან ახლდნენ მას და რომლებმაც დაცინვა დაუწყეს საბრძოლველად შეკრებილ ფილისტიმელებს. როცა ისრაელები უკუიქცნენ, 10  ის ადგილზე დარჩა და იქამდე ხოცავდა ფილისტიმელებს, სანამ მახვილის ჭერისგან ხელი არ დაეღალა და არ დაუბუჟდა.+ დიდი გამარჯვება მოაპოვებინა იმ დღეს იეჰოვამ ისრაელს;+ ხალხი დახოცილთა გასაძარცვავად გაჰყვა ელეაზარს. 11  შემდეგი იყო ჰარარელი აგეს ვაჟი შამა. ფილისტიმელები ლეხთან შეიკრიბნენ, სადაც მიწის ნაკვეთი იყო, რომელზეც ოსპი ეთესა; უკუიქცნენ ისრაელები ფილისტიმელთაგან, 12  მაგრამ შამა შუა ნაკვეთში დადგა, არ გაატარა ფილისტიმელები და ხოცა ისინი. ასე მოაპოვებინა იეჰოვამ გამარჯვება ისრაელებს.+ 13  მკის დროს 30 თავკაციდან სამი დავითთან მივიდა ადულამის+ გამოქვაბულში. იმ დროს ფილისტიმელები რეფაიმის ველზე+ იყვნენ დაბანაკებული. 14  როცა დავითი სამალავს აფარებდა თავს,+ ფილისტიმელთა საგუშაგო რაზმი ბეთლემში იდგა. 15  ინატრა დავითმა, ნეტავ დამალევინა წყალი იმ ჭიდან, ბეთლემის კარიბჭესთან რომ არისო. 16  მაშინ იმ სამმა გულადმა მეომარმა გაარღვია ფილისტიმელთა ბანაკი და ამოიღო წყალი ჭიდან, ბეთლემის კარიბჭესთან რომ არის. წამოიღეს და მიუტანეს დავითს, მაგრამ მან უარი თქვა წყლის დალევაზე და იეჰოვას დაუღვარა.+ 17  დავითმა თქვა: „იეჰოვა, ვერ ვიზამ ამას! როგორ დავლიო ამ ვაჟკაცების სისხლი,+ რომელთაც სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს!“ არ დალია მან წყალი. ეს ყველაფერი ამ სამმა ვაჟკაცმა მოიმოქმედა. 18  იოაბის ძმა აბიშაი,+ ცერუიას ვაჟი,+ სხვა სამეულის მეთაური იყო. მან შუბით 300 კაცი მოკლა. მას ისეთივე სახელი ჰქონდა, როგორიც იმ სამს.+ 19  გამოირჩეოდა სამეულში, რომელსაც მეთაურობდა, მაგრამ პირველ სამს მაინც ვერ უტოლდებოდა. 20  იეჰოიადას ვაჟი ბენაია+ მამაცი ვაჟკაცი იყო, რომელმაც მრავალი საგმირო საქმე მოიმოქმედა კაბცეელში.+ მან დასცა მოაბელი არიელის ორი ვაჟი; თოვლიან დღეს ორმოში ჩავიდა და მოკლა ლომი.+ 21  მან ეგვიპტელი ბუმბერაზიც მოკლა. ეგვიპტელს ხელში შუბი ეჭირა, მაგრამ ის კეტით მიეჭრა მას, შუბი ხელიდან გამოსტაცა და მისივე შუბით მოკლა. 22  აი, ეს საგმირო საქმეები ჩაიდინა ბენაიამ, იეჰოიადას ვაჟმა. მასაც ისეთივე სახელი ჰქონდა, როგორიც იმ სამ მამაც მეომარს. 23  ის ოცდაათში გამოირჩეოდა, თუმცა პირველ სამს მაინც ვერ უტოლდებოდა; დავითმა ის თავის მცველთა უფროსად დააყენა. 24  იმ ოცდაათეულში იყვნენ: ასაჰელი,+ იოაბის ძმა, ელხანანი, ბეთლემელი დოდოს ვაჟი,+ 25  ხაროდელი შამა, ხაროდელი ელიკა, 26  ფალეტელი ხელეცი,+ ირა,+ თეკოელი იკეშის ვაჟი, 27  ანათოთელი+ აბი-ეზერი,+ ხუშელი მებუნაი, 28  ახოხელი ცალმონი, ნეტოფელი მაჰრაი,+ 29  ხელები, ნეტოფელი ბაანას ვაჟი, ბენიამინელი ითაი, გიბელი რიბაის ვაჟი, 30  ფირათონელი ბენაია,+ გააშისხეველი+ ჰიდაი, 31  არბათელი აბი-ალბონი, ბარხუმელი აზმავეთი, 32  შაალბონელი ელიახბა, იაშენის ვაჟები, იონათანი, 33  ჰარარელი შამა, ახიამი, ჰარარელი შარარის ვაჟი, 34  ელიფელეტი, მააქათელი კაცის ვაჟის, ახასბაის, ვაჟი, ელიამი, გილოელი ახითოფელის+ ვაჟი, 35  ქარმელელი ხეცრო, არაბელი ფაარაი, 36  იგალი, ცობელი ნათანის ვაჟი, გადელი ბანი, 37  ამონელი ცელეკი, ბეეროთელი ნახარაი — ცერუიას ვაჟის, იოაბის, საჭურველთმტვირთველი,  38  ითრელი ირა, ითრელი+ გარები 39  და ხეთელი ურია+ — სულ 37.

სქოლიოები