არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

24 თებერვალი – 2 მარტი

ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 2

24 თებერვალი – 2 მარტი

სიმღერა 35 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ

1. რაში გვეხმარება ბიბლიის გულმოდგინე კვლევა?

(10 წთ.)

ჭეშმარიტების დაფასებაში (იგავ. 2:3, 4; w22.08 18 ¶16).

სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში (იგავ. 2:5–7; w22.10 19 ¶3, 4).

რწმენის გაძლიერებაში (იგავ. 2:11, 12; w16.09 23 ¶2, 3).

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: როგორ გავაუმჯობესო პირადი შესწავლა?

2. ღვთის სიტყვის სიღრმეები

(10 წთ.)

  • იგავ. 2:7 – რა გაგებით არის იეჰოვა ფარი „უმწიკვლოდ მავალთათვის“? (it „უმწიკვლობა“ ¶16)

  • რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?

3. ბიბლიის კითხვა

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

4. საუბრის წამოწყება

(4 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. მობინადრეს აჩვენე, როგორ მოძებნოს ცოლ-ქმრისთვის საინტერესო ინფორმაცია ვებსაიტზე jw.org (lmd გაკვეთილი 1, პუნქტი 3).

5. ინტერესის გაღვივება

(3 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. მოსაუბრეს შესთავაზე ჟურნალი იმ თემაზე, რომლითაც წინა საუბრის დროს დაინტერესდა (lmd გაკვეთილი 9, პუნქტი 3).

6. მოხსენება

(5 წთ.) lmd დანართი 1, საკითხი 8 – თემა: ცოლ-ქმარმა მთელი სიცოცხლე უნდა უერთგულოს ერთმანეთს (th გაკვეთილი 13).

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

სიმღერა 96

7. ხართ განძის მაძიებელი?

(15 წთ.) განხილვა.

ბავშვებო, გდომებიათ დამალული განძის პოვნა? თქვენ წარმოიდგინეთ, ამის შესაძლებლობას ბიბლია გაძლევთ. მასში ყველაზე ძვირფასი განძი, ღვთის შესახებ ცოდნაა, დამალული (იგავ. 2:4, 5). ამ განძს მაშინ იპოვით, თუ რეგულარულად წაიკითხავთ ბიბლიას და კარგად ჩაუკვირდებით წაკითხულს. „განძის“ ძიების პროცესი თქვენთვის სახალისო და საინტერესო გახდება.

  • რა კითხვებზე შეგიძლია დაფიქრდე ბიბლიის კითხვის დროს? (w24.02 32 ¶2, 3)

  • რა შეგიძლია გამოიყენო კითხვებზე პასუხის საპოვნელად?

ვიდეოსერია „ისწავლე იეჰოვას მეგობრებისგან“ დაგეხმარება, უკეთ გაიგო ბიბლიაში წაკითხული.

აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „ისწავლე იეჰოვას მეგობრებისგან – აბელი“.

წაიკითხეთ დაბადების 4:2–4 და ებრაელების 11:4. კითხვა აუდიტორიისთვის:

  • რით დაამტკიცა აბელმა, რომ იეჰოვას მეგობარი იყო?

  • როგორ გაიძლიერა აბელმა იეჰოვასადმი რწმენა?

  • შენ როგორ შეგიძლია რწმენის გაძლიერება?

8. კრების ბიბლიის შესწავლა

დასკვნითი სიტყვა (3 წთ.) | სიმღერა 102 და ლოცვა