არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ასწავლის ბიბლია?

რას ასწავლის ბიბლია?

რა არის არმაგედონი?

ზოგს სჯერა, რომ . . .

არმაგედონი გულისხმობს ბირთვული თუ ეკოლოგიური კატასტროფით გამოწვეულ გლობალურ განადგურებას. თქვენ რას ფიქრობთ?

ბიბლია ამბობს:

არმაგედონი მიუთითებს სიმბოლურ ადგილზე, სადაც ბოროტი ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლა გაიმართება „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ (გამოცხადება 16:14, 16).

კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან?

  • არმაგედონის ომში ღმერთი დედამიწას კი არ გაანადგურებს, არამედ დედამიწის მომსპობთ (გამოცხადება 11:18).

  • არმაგედონის ომში ბოლო მოეღება ყოველგვარ ომს (ფსალმუნი 46:8, 9).

გადარჩება ვინმე არმაგედონის დროს?

თქვენ როგორ უპასუხებთ?

  • დიახ

  • არა

  • შესაძლოა

ბიბლია ამბობს:

„დიდ გასაჭირში“, რომელიც არმაგედონის ომით დასრულდება, გადარჩება „უამრავი ხალხი“ ყველა ერიდან (გამოცხადება 7:9, 14).

კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან?

  • ღმერთს სურს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადარჩეს არმაგედონის დროს. მას არ უნდა ბოროტთა განადგურება. ამას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში აკეთებს (ეზეკიელი 18:32).

  • ბიბლიიდან ვიგებთ, თუ რა არის საჭირო გადასარჩენად (სოფონია 2:3).