უნდა გვწამდეს სამება?
ორ მილიარდზე მეტი ადამიანი აცხადებს, რომ ქრისტიანია. მათი უმეტესობა მიეკუთვნება იმ რელიგიებს, რომლებიც სამების დოგმატს ასწავლიან. ისინი ფიქრობენ, რომ მამა, ძე და წმინდა სული ერთი ღმერთია. როგორ ჩამოყალიბდა სამების დოგმატი? უჭერს მას
მხარს ბიბლია?
ბიბლიის წერა ახ. წ. პირველ საუკუნეში დასრულდა. ორ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ახ. წ. 325 წელს ნიკეაში (დღევანდელი იზნიკი, თურქეთი) გამართულ კრებაზე ოფიციალურად ჩამოყალიბდა სწავლებები, რომლებიც საფუძვლად დაედო სამების დოგმატს. „ახალი კათოლიკური ენციკლოპედიის“ მიხედვით, ნიკეის კრებაზე მიღებული სარწმუნოების სიმბოლოს თანახმად, ოფიციალურად პირველად განისაზღვრა ქრისტიანული დოგმატიკა, მათ შორის ქრისტესა და ღვთის ბუნება. რატომ გახდა საჭირო მათი მდგომარეობის განსაზღვრა მას შემდეგ, რაც ბიბლიის წერა უკვე დასრულებული იყო? ნუთუ ბიბლიაში კონკრეტულად არაფერი ეწერა ამ საკითხის შესახებ?
ღმერთია იესო?
იმ დროისთვის, როდესაც კონსტანტინე რომის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა, მათ, ვინც თავს ქრისტიანად მიიჩნევდა, განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობა ეკავათ ღმერთსა და იესოს. ღმერთი იყო იესო? თუ ღვთის მიერ იყო შექმნილი? ამ საკითხის გადასაჭრელად კონსტანტინემ ნიკეაში ეკლესიის წინამძღოლები მოიწვია. მაგრამ მისი მიზანი ჭეშმარიტების დადგენა არ ყოფილა. მას უბრალოდ არ სურდა, რომ რელიგიური განხეთქილების გამო მისი იმპერია დაყოფილიყო.
„ჩვენთვის ერთია ღმერთი, მამა“ (1 კორინთელები 8:6).
კონსტანტინემ ასობით ეპისკოპოსი შეკრიბა და სთხოვა, რომ ერთსულოვან შეთანხმებამდე მისულიყვნენ, მაგრამ მისი თხოვნა ამაო აღმოჩნდა. ამიტომ მან წამოაყენა წინადადება, რომ კრებას ეღიარებინა ბუნდოვანი სწავლება ქრისტესა და ღმერთის, როგორც „ერთარსის“ (ჰომოუსიოს) შესახებ. სამების დოგმატს სწორედ ეს არაბიბლიური, ბერძნული ფილოსოფიური ტერმინი დაედო საფუძვლად. ეს დოგმატი მოგვიანებით ეკლესიის ერთ-ერთი ძირითადი სწავლება გახდა. სწავლებამ სამების დოგმატისა და წმინდა სულის ღვთაებრივი ბუნების შესახებ მეოთხე საუკუნის ბოლოს მიიღო საბოლოო სახე, რომელიც მას შემდეგ თითქმის არ შეცვლილა.
რატომ უნდა გვაინტერესებდეს?
იესოს სიტყვების თანახმად „ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მამას ... ჭეშმარიტებით სცემენ თაყვანს“ (იოანე 4:23). ეს ჭეშმარიტება ბიბლიაშია ჩაწერილი (იოანე 17:17). ასწავლის ბიბლია იმას, რომ მამა, ძე და წმინდა სული სამპიროვანი ღმერთია?
უპირველესად აღსანიშნავია, რომ ბიბლიაში არსადაა ნახსენები სიტყვა „სამება“. იესოს არასდროს უთქვამს, რომ ღვთის თანასწორი იყო; მეტიც, ის თაყვანს სცემდა ღმერთს (ლუკა 22:41—44). საინტერესოა ისიც, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა იესოს თავის მოწაფეებთან. მკვდრეთით აღდგომის შემდეგაც კი, იესო თავის მიმდევრებს თავის ძმებს უწოდებდა (მათე 28:10). ნუთუ ისინი ყოვლისშემძლე ღვთის ძმები იყვნენ? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ღვთის პირმშოს, იესოსადმი რწმენის საფუძველზე, ისინიც გახდნენ ღვთის ძეები (გალატელები 3:26). მოდი, ისიც ვნახოთ, თუ რამდენად ეთანხმება ნიკეის კრებაზე დადგენილ სარწმუნოების სიმბოლოს სხვა ბიბლიური მუხლები.
ნიკეის სარწმუნოების სიმბოლოში წერია:
„გვწამს ... ერთი უფალი იესუ ქრისტე ... ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტებისა ... თანაარსი მამისა“.
რას ამბობს ბიბლია:
„მამა ჩემზე [იესოზე] დიდია“ (იოანე 14:28). *
„მე [იესო] ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან“ (იოანე 20:17).
„ჩვენთვის ერთია ღმერთი, მამა“ (1 კორინთელები 8:6).
„კურთხეული იყოს ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა“ (1 პეტრე 1:3).
„აი რას ამბობს-თქო ამინი [იესო] ... ღვთის შემოქმედების დასაწყისი“ (გამოცხადება 3:14). *
^ აბზ. 14 კურსივი ჩვენია. ყველა ციტატა აღებულია „ახალი ქვეყნიერების თარგმანიდან“.
^ აბზ. 18 წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა: „ჭეშმარიტება ღვთის შესახებ“ და „ვინ არის იესო ქრისტე?“. ეს წიგნი შეგიძლიათ რომელიმე იეჰოვას მოწმეს სთხოვოთ ან წაიკითხოთ ვებ-გვერდზე www.pr2711.com.