პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
რას ნიშნავს, იყო კარგი მშობელი?
ოჯახი, სადაც მშობლები ერთმანეთს სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობიან, ბავშვის აღსაზრდელად საუკეთესო გარემოა (კოლოსელები 3:14, 19). კარგ მშობლებს უყვართ თავიანთი შვილები და აქებენ მათ; ისევე, როგორც იეჰოვა აქებდა თავის ძეს (წაიკითხეთ მათეს 3:17).
ჩვენი ზეციერი მამა უსმენს თავის მსახურებს და ინტერესდება მათი გრძნობებით. უპრიანი იქნება, თუ მშობლებიც მიჰბაძავენ იეჰოვას და მოუსმენენ თავიან შვილებს (იაკობი 1:19). მათ უნდა გაითვალისწინონ ბავშვების გრძნობები, მათ შორის უარყოფითიც (წაიკითხეთ რიცხვების 11:11, 15).
როგორ უნდა აღზარდოთ შვილები პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანებად?
როგორც მშობელს, უფლება გაქვთ, ოჯახში წესები დაადგინოთ (ეფესოელები 6:1). მიჰბაძეთ ღმერთს, რომელიც ჩვენდამი სიყვარულს იმით ავლენს, რომ გვიდგენს კონკრეტულ წესებს და გვიხსნის, რა შედეგებს მოვიმკით მათი დარღვევის შემთხვევაში (დაბადება 3:3). ნაცვლად იმისა, რომ მორჩილება გვაიძულოს, გვეუბნება, თუ რა სიკეთეს მოგვიტანს სწორად მოქცევა (წაიკითხეთ ესაიას 48:18, 19).
მიზნად დაისახეთ, რომ შვილებს ღმერთი შეაყვაროთ. ამგვარად ისინი მაშინაც კი ბრძნულად იმოქმედებენ, როცა მათ გვერდით არ იქნებით. იეჰოვას მსგავსად თქვენც პირადი მაგალითით ასწავლეთ შვილებს ღვთის სიყვარული (წაიკითხეთ კანონის 6:5—7; ეფესოელების 4:32; 5:1).