იესო ქრისტე
რა როლს ასრულებს იესო იეჰოვას განზრახვაში?
სქ. 4:12; 10:43; 2კრ. 1:20; ფლ. 2:9, 10
იხილეთ აგრეთვე იგ. 8:22, 23, 30, 31; ინ. 1:10; გმც. 3:14.
-
ბიბლიური მაგალითები:
-
მთ. 16:13—17 — მოციქული პეტრე მიხვდა, რომ იესო იყო ქრისტე და ღვთის ძე.
-
მთ. 17:1—9 — იესომ თავის სამ მოციქულს ის დიდება აჩვენა, რაც მომავალში ექნებოდა. ამ დროს მათ უშუალოდ იეჰოვასგან მოისმინეს, რომ იესო მისი ძე იყო.
-
რატომ იყო იესო ყველაზე გამორჩეული ადამიანი?
ინ. 8:58; 14:9, 10; კლ. 1:15—17; 1პტ. 2:22
-
ბიბლიური მაგალითები:
-
მთ. 21:1—9 — როცა იესო საზეიმოდ შევიდა იერუსალიმში, მესიის შესახებ წინასწარმეტყველება შესრულდა.
-
ებ. 7:26—28 — მოციქულმა პავლემ ახსნა, როგორ განსხვავდებოდა დიდებული მღვდელმთავარი იესო სხვა მღვდელმთავრებისგან.
-
რას ვსწავლობთ იესოს სასწაულებიდან თავად მასსა და მის მამაზე?
-
ბიბლიური მაგალითები:
-
მთ. 4:23, 24 — იესო დემონებზე ძლიერი იყო და ყოველგვარი უძლურებისა თუ ავადმყოფობის განკურნების ძალას ფლობდა.
-
მთ. 14:15—21 — იესომ სასწაულებრივად დააპურა ათასობით ადამიანი ხუთი პურითა და ორი თევზით.
-
მთ. 17:24—27 — ვინმე რომ არ დაებრკოლებინათ, იესომ სასწაულებრივად აპოვნინა პეტრეს ფული ტაძრის გადასახადისთვის.
-
მრ. 1:40, 41 — ერთი კეთროვნის შემხედვარე იესოს გული დაეწვა და განკურნა კიდეც ეს კაცი. ამ შემთხვევიდან გამოჩნდა, რომ მას ძლიერ სურს, ბოლო მოეღოს ავადმყოფობას.
-
მრ. 4:36—41 — იესომ ქარიშხალი ჩააცხრო, რაც იმაზე მოწმობს, რომ მას იეჰოვასგან აქვს ბოძებული ძალა სტიქიების გასაკონტროლებლად.
-
ინ. 11:11—15, 31—45 — თავისი მეგობრის, ლაზარეს, სიკვდილმა იესო ძალიან დაამწუხრა. ლაზარეს მკვდრეთით აღდგენით მან ცხადყო, თუ რა ძლიერ სურს, ბოლო მოუღოს სიკვდილსაც და მის მიერ გამოწვეულ ტკივილსაც.
-
რა იყო იესოს ქადაგების მთავარი თემა?
რა მიმზიდველ თვისებებს ავლენდა იესო დედამიწაზე ცხოვრების დროს? ყურადღება მიაქციეთ, როგორ ჩანს მითითებული მუხლებიდან, რომ ის იყო . . .
ბრძენი (მთ. 12:42; 13:54; კლ. 2:3).
გაბედული (მთ. 4:2—11; ინ. 2:13—17; 18:1—6).
თავმდაბალი (მთ. 11:29; 20:28; ინ. 13:1—5; ფლ. 2:7, 8).
თანამგრძნობი (მრ. 5:25—34; ლკ. 7:11—15).
მორჩილი (ლკ. 2:40, 51, 52; ებ. 5:8).
მოსიყვარულე (ინ. 13:1; 14:31; 15:13; 1ინ. 3:16).
უშუალო (მთ. 13:2; მრ. 10:13—16; ლკ. 7:36—50).
რატომ გაიღო იესომ სიცოცხლე და რა სიკეთე მოაქვს ჩვენთვის მის მიერ გაღებულ მსხვერპლს?
რატომ უნდა გვიხაროდეს ის ფაქტი, რომ იესო ზეცაში გამეფდა?
ფს. 72:12—14; დნ. 2:44; 7:13, 14; გმც. 12:9, 10
-
ბიბლიური მაგალითები:
-
ფს. 45:2—7, 16, 17 — ამ ფსალმუნიდან ჩანს, რომ ღვთის მიერ არჩეული მეფე თავის მტრებს გაანადგურებს; ის თავმდაბალი და სამართლიანი მმართველი იქნება.
-
ეს. 11:1—10 — იესოს მეფობის დროს მშვიდობა დამყარდება და დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა.
-
რას გააკეთებს იესო ახლო მომავალში?