არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაკვეთილი 3

მართლა ღვთისგან არის სასიხარულო ცნობა?

მართლა ღვთისგან არის სასიხარულო ცნობა?

1. ვინ არის ბიბლიის ავტორი?

სასიხარულო ცნობა იმის შესახებ, რომ ადამიანები დედამიწაზე მარადიულად იცხოვრებენ, ბიბლიაში წერია (ფსალმუნი 37:29). ბიბლია 66 პატარა წიგნისგან შედგება. ღმერთმა ამ წიგნის დასაწერად 40-მდე ერთგული მამაკაცი გამოიყენა. პირველი ხუთი წიგნი მოსემ დაწერა დაახლოებით 3 500 წლის წინათ. ბიბლიის ბოლო წიგნი კი — მოციქულმა იოანემ 1 900 წელზე მეტი ხნის წინათ. ვის აზრებს წერდნენ ბიბლიის დამწერები? მათ ღმერთი წმინდა სულით აწერინებდა წმინდა წერილებს (2 სამუელი 23:2). ისინი თავიანთ აზრებს კი არ წერდნენ, არამედ ღვთისას. ამგვარად, თავისუფლად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ბიბლიის ავტორი იეჰოვაა. წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 3:16; 2 პეტრეს 1:20, 21.

უყურეთ ვიდეორგოლს „ვინ არის ბიბლიის ავტორი?“

2. რა გვარწმუნებს იმაში, რომ ბიბლია ჭეშმარიტია?

რადგანაც ბიბლია ზუსტად, დეტალებში წინასწარმეტყველებს მომავალს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ღვთიური წიგნია. ამას ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებდა (იესო ნავეს ძე 23:14). მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთს შეუძლია ზუსტად განჭვრიტოს კაცობრიობის მომავალი. წაიკითხეთ ესაიას 42:9; 46:10.

რასაკვირველია, წიგნი, რომლის ავტორიც ღმერთია, უნიკალური უნდა იყოს და ეს ასეც არის. ბიბლია ასობით ენაზეა ნათარგმნი და მისი მილიარდობით ეგზემპლარია დაბეჭდილი. მართალია, ის უძველესი წიგნია, მაგრამ სრულ თანხმობაშია დამტკიცებულ მეცნიერულ ფაქტებთან. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიას დაახლოებით 40 ადამიანი წერდა, ის ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებს არ შეიცავს. * ბიბლია ღვთის სიყვარულის უდავო მტკიცებულებაა. მას შეუძლია, ადამიანი უკეთესობისკენ შეცვალოს. ეს ყველაფერი მილიონებს არწმუნებს, რომ ბიბლია ნამდვილად ღვთის სიტყვაა. წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 2:13.

უყურეთ ვიდეორგოლს „რა გვარწმუნებს იმაში, რომ ბიბლია ჭეშმარიტია?“

3. რას მოგვითხრობს ბიბლია?

ბიბლიის მთავარი თემა სასიხარულო ცნობაა, რომელიც იმ განზრახვას ეხება, რაც ღმერთს აქვს ჩაფიქრებული კაცობრიობის სასიკეთოდ. წმინდა წერილებში საუბარია იმაზე, თუ როგორ დაკარგეს ადამიანებმა სამოთხე ჯერ კიდევ კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში. ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ საბოლოოდ, ღმერთი აღადგენს დაკარგულ სამოთხეს. წაიკითხეთ გამოცხადების 21:4, 5.

ღვთის სიტყვაში აგრეთვე ჩაწერილია კანონები, პრინციპები და რჩევები. გარდა ამისა, ბიბლიის ფურცლებიდან ვიგებთ, როგორ ეპყრობა ღმერთი ადამიანებს, ეს კი, თავის მხრივ, ღვთის პიროვნებას გვაცნობს. ამიტომ დაბეჯითებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ღვთის გასაცნობად ბიბლია უნიკალური საშუალებაა. ის გვიხსნის, როგორ შეგვიძლია ღმერთთან დამეგობრება. წაიკითხეთ ფსალმუნის 19:7, 11; იაკობის 2:23; 4:8.

4. როგორ შეგიძლიათ ბიბლიის გაგება?

ეს ბროშურა ბიბლიურ აზრებს ზუსტად იმ მეთოდით ხსნის, რა მეთოდითაც ამას იესო აკეთებდა. საუბრისას იესო ბიბლიურ მუხლებს ციტირებდა, შემდეგ კი „წმინდა წერილების მნიშვნელობას“ ხსნიდა. წაიკითხეთ ლუკას 24:27, 45.

დღეს არ არსებობს სასიხარულო ცნობაზე უკეთესი ცნობა. მიუხედავად ამისა, ზოგი გულგრილია ამ ცნობისადმი, სხვებს კი ამის გაგონებაც არ უნდათ. გული არ დაგწყდეთ! მარადიული სიცოცხლის იმედი თქვენთვის რეალობაა და მას იმ შემთხვევაში მიიღებთ, თუ გაიცნობთ ღმერთს. წაიკითხეთ იოანეს 17:3.

 

^ აბზ. 3 იხილეთ ბროშურა „წიგნი ყველასთვის“.