არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ინდონეზია

სანელებლებით ვაჭრობა

სანელებლებით ვაჭრობა

მეთექვსმეტე საუკუნეში სანელებლებით ვაჭრობა მსოფლიო ეკონომიკაზე ისეთივე დიდ გავლენას ახდენდა, როგორსაც დღეს ნედლი ნავთობით ვაჭრობა. „სანელებლების კუნძულებიდან“ (დღევანდელი მალუკუს პროვინცია და ჩრდილოეთი მალუკუ) ევროპაში გატანილი ზოგიერთი სანელებელი, მაგალითად მუსკატი და მიხაკი, ცეცხლის ფასი ღირდა.

ცნობილი მეზღვაურები ქრისტეფორე კოლუმბი, ვასკო და გამა, ფერდინანდ მაგელანი, სამიუელ შამპლენი და ჰენრი ჰუდსონი „სანელებლების კუნძულებამდე“ მისასვლელ გზებს ეძებდნენ. ამგვარად, ინდონეზიური სანელებლების ძიებამ ადამიანი პირველად აზიარა ჩვენი პლანეტის გეოგრაფიას.