ფოტოგალერეა „უოლკილი“ (2013 წლის ივლისიდან 2014 წლის ოქტომბრის ჩათვლით, ნაწილი 1)
უოლკილში (ნიუ-იორკი) სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს; იეჰოვას მოწმეები იქ არსებული კომპლექსის გაფართოებასა და განახლებაზე მუშაობენ. ეს ფოტოები წარმოდგენას შეგიქმნით, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობდა უოლკილში 2013 წლის ივლისიდან 2014 წლის ოქტომბრის ჩათვლით. გეგმის თანახმად, პროექტი 2015 წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს.
2013 წლის 12 ივლისი (სამრეცხაო/ქიმწმენდა)
ბეტონის პანელები, რომლებსაც ფასადისთვის გამოიყენებენ, ამწეთი ააქვთ. ეს პანელები სამშენებლო ობიექტზე ააწყვეს.
2013 წლის 19 ივლისი (საცხოვრებელი სახლი E)
მიმდინარეობს მინაბოჭკოვანი მასალისგან დამზადებული სარტყელის ჩამაგრება ბეტონის იატაკის ღარში. შენობები სეისმურად უფრო გამძლე რომ ყოფილიყო, დაახლოებით 7 600 მეტრი მინაბოჭკოვანი მასალა იქნა გამოყენებული.
2013 წლის 5 აგვისტო (საცხოვრებელი სახლი E)
მიმდინარეობს აგურით მოპირკეთებული ფასადის აღდგენითი სამუშაოები.
2013 წლის 30 აგვისტო (სამრეცხაო/ქიმწმენდა)
და-ძმები ტექმომსახურების ახალი საწყობისთვის ფოლადის კარკასს აწყობენ.
2013 წლის 17 სექტემბერი (საცხოვრებელი სახლი E)
ერთი ძმა სახურავის განახლებაზე მუშაობს.
2013 წლის 15 ოქტომბერი (საცხოვრებელი სახლი E)
მშენებლები ამოწმებენ, ჰაერი ხომ არ არის დარჩენილი მინაბოჭკოვანი მასალისგან დამზადებული სარტყლის ქვეშ. თუ სადმე დარჩენილია ჰაერი, ჭერზე დამატებით სარტყელს ამაგრებენ.
2013 წლის 15 ნოემბერი (სამრეცხაო/ქიმწმენდა)
სახურავზე ჰაერგამწოვის მილს ამონტაჟებენ.
საცხოვრებელი სახლი E (2013 წლის 9 დეკემბერი)
პატარა ბზარებს სპეციალური მასალით ავსებენ. შენობა სეისმურად უფრო გამძლე რომ ყოფილიყო, სამუშაოები წელიწად-ნახევარი მიმდინარეობდა.
2013 წლის 11 დეკემბერი (სამრეცხაო/ქიმწმენდა)
ერთი ძმა წყლის ახალი ჭაბურღილის დასამონტაჟებლად წინამოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებს.
2014 წლის 10 იანვარი (საკვების შესანახი ადგილი შინაური ცხოველებისთვის)
მიმდინარეობს მარცვლეულის ელევატორის დაშლა, რომელსაც 1960 წლიდან 2008 წლამდე ვიყენებდით. ეს ელევატორი მეტად აღარ არის საჭირო, რადგან უოლკილში ქათმები, მეწველი ძროხები და ღორები აღარ გვყავს.
2014 წლის 22 იანვარი (საყოფაცხოვრებო მომსახურების შენობა)
და-ძმები იღებენ სკამებს, რადგან დარბაზი სრულ რესტავრაციას საჭიროებს.
2014 წლის 29 იანვარი (საკვების შესანახი ადგილი შინაური ცხოველებისთვის)
ამ მარცვლეულის კონტეინერებს ერთ დროს შინაური ცხოველების საკვების შესანახად იყენებდნენ.
2014 წლის 3 მარტი (სტამბა)
აქ განთავსდება ტექნიკური მომზადების განყოფილება.
2014 წლის 4 ივლისი (საყოფაცხოვრებო მომსახურების შენობა)
შემდუღებელი საყრდენ სვეტებს ამაგრებს.
2014 წლის 19 სექტემბერი (სასადილო, საცხოვრებელი სახლი E)
შენობის იმ ნაწილში, რომელსაც მშენებლებისთვის სასადილოდ იყენებდნენ, და-ძმები ხალიჩას აგებენ.
2014 წლის 22 სექტემბერი (საცხოვრებელი სახლი E)
პირველ სართულზე, მრგვალი ტიპის ოთახში, სრულდება თაბაშირ-მუყაოს კედლებზე მუშაობა.
2014 წლის 24 სექტემბერი (საყოფაცხოვრებო მომსახურების შენობა)
ძმა ახალი ლიფტის შახტისთვის რკინის კონსტრუქციას ამზადებს.
2014 წლის 2 ოქტომბერი (სასადილო, საცხოვრებელი სახლი E)
გაფართოების შემდეგ სასადილო 1 980-მდე კაცს დაიტევს.
2014 წლის 22 ოქტომბერი (საყოფაცხოვრებო მომსახურების შენობა)
ძმები საძირკვლის გაფართოებაზე მუშაობენ. ამ სამუშაოების შედეგად, ეს შენობა სეისმურად უფრო გამძლე იქნება.