არჩეულ მასალაზე გადასვლა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

მნიშვნელოვანია: ჩვენი ვებგვერდის და ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ აპლიკაციების გამოყენებით და/ან რაიმე პირადი ინფორმაციის მოწოდებით თქვენ აცხადებთ, რომ თანახმა ხართ, მოვახდინოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ისე და იმ მიზნით, როგორც ამას წინამდებარე კონფიდენციალურობის წესდება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონი თუ სამართლებრივი ნორმები ითვალისწინებს.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

აგრეთვე იხილეთ

 პერსონალური მონაცემების დაცვა

ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები. კონფიდენციალურობის ეს წესდება საფუძველს იძლევა, რომ ჩვენ მიერ შეგროვილი ან თქვენ მიერ მოწოდებული ნებისმიერი პერსონალური მონაცემი დავამუშაოთ ჩვენს ვებგვერდზე და ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ აპლიკაციებში. ჩვენ ვინახავთ გარკვეულ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ მიერ ვებგვერდით სარგებლობის დროს ვიღებთ და ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვა და თქვენი ინფორმირება იმის შესახებ, თუ როგორ გამოვიყენებთ მას. თქვენ შეიძლება გადაწყვიტოთ, მოგვაწოდოთ პირადული ხასიათის ინფორმაცია. კონფიდენციალურობის წესდებაში გამოყენებული ტერმინი „პერსონალური მონაცემები“ მოიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორებიცაა მისამართი, სახელი, გვარი, ელფოსტა, ტელეფონის ნომერი ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენი ვინაობის დასადგენად. სიტყვაში „ვებგვერდი“ ვგულისხმობთ ამ და ჩვენს სხვა ოფიციალურ ვებგვერდებს: apps.pr2711.com, ba.pr2711.com, stream.pr2711.com, და wol.pr2711.com.

 ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ

ამ ვებგვერდის და მასთან დაკავშირებული აპლიკაციების მფლობელია საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“. ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს იეჰოვას მოწმეების ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმიანობას. თუ გადაწყვეტთ, დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე, გაიღოთ შესაწირავი, მოითხოვოთ ბიბლიის შესწავლა ან განახორციელოთ ისეთი ოპერაცია, რაც პერსონალური მონაცემების გაცემას მოითხოვს, ე. ი. ეთანხმებით ამ ვებგვერდის კონფიდენციალურობის წესდებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები ინახებოდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში განთავსებულ სერვერებზე. ამასთან, თანახმა ხართ, რომ საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“ და მასთან კავშირში მყოფმა იურიდიულმა პირებმა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მდებარეობს და მოწმეების საქმიანობას უჭერს მხარს, შეაგროვონ, დაამუშაონ, გადაგზავნონ და შეინახონ თქვენი პერსონალური მონაცემები თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. იეჰოვას მოწმეების რელიგიური ორგანიზაცია თავის საქმიანობას მთელ მსოფლიოში ახორციელებს იურიდიული პირების მეშვეობით. თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვა ხდება აგრეთვე იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივი კრებების, ფილიალებისა და სხვა მსგავსი ორგანიზაციების მიერ, რომლებიც მოწმეებს ეკუთვნით.

პერსონალური მონაცემების მიმღები იქნება სხვადასხვა პირი. მაგალითად, თუ ფულად შესაწირავს ურიცხავთ იურიდიულ პირს რომელიმე ქვეყანაში, თქვენი პერსონალური მონაცემები მიეწოდება ამ იურიდიულ პირს გადარიცხვის პროცესში. მაგრამ, თუ ავსებთ ელექტრონულ ანკეტას, რათა მოითხოვოთ ბიბლიის შესწავლა, თქვენი პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომი გახდება იეჰოვას მოწმეების ფილიალისა და კრებისთვის, რათა მოხდეს თქვენთან დაკავშირება.

თუ იმ ქვეყანაში, რომელშიც ცხოვრობთ, არსებობს პერსონალური მონაცემების დაცვის თაობაზე მოქმედი კანონმდებლობა, და გსურთ, ამ კანონმდებლობით დადგენილი წესებით ისარგებლოთ, იხილეთ საჭირო ინფორმაცია ბმულზე „საკონტაქტო ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვის თაობაზე“.

 პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა

ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას. ჩვენ ვიყენებთ მონაცემთა შენახვისა და უსაფრთხოების დაცვის თანამედროვე ტექნიკას, რათა დაცული იყოს თქვენი პირადი ინფორმაცია არასანქცირებული წვდომის, არასათანადო გამოყენების, გამჟღავნების, უკანონო მოდიფიკაციის, განადგურებისა თუ შემთხვევითი დანაკარგისგან. თითოეული პირი, ვისაც ევალება თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, ვალდებულია, დაიცვას პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა. ჩვენ ვინახავთ თქვენს მონაცემებს მხოლოდ იმ დროის განმავლობაში, სადამდეც აუცილებელია იმ მიზნის განსახორციელებლად, რა მიზნითაც მოხდა მათი შეგროვება; ან შესაძლოა თქვენი პერსონალური მონაცემები იმ მიზნით შევინახოთ, რომ დავიცვათ მონაცემთა აღრიცხვისა და შენახვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობა.

ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვას ტრანზაქციის დროს დაშიფვრის ისეთი მეთოდით, როგორიცაა სატრანსპორტო დონის უსაფრთხოება (TLS). ჩვენ ვიყენებთ კომპიუტერულ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ფიზიკურ, ელექტრონულ და პროცედურულ უსაფრთხოების მექანიზმებს, რათა დაცულ იქნას თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება. ჩვენ ვითვალისწინებთ უსაფრთხოების დაცვის მაღალ სტანდარტებს, რათა პერსონალური მონაცემები დაცულ იქნას არასანქცირებული წვდომისგან.

 არასრულწლოვნები

თუ თქვენი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად არასრულწლოვნად ითვლებით და გსურთ, თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით გამოგვიგზავნოთ, ამისათვის მშობლ(ებ)ის ან მეურვის თანხმობა დაგჭირდებათ. თუ თქვენ, როგორც მშობელ(ებ)ი ან მეურვე თანახმა ხართ, არასრულწლოვანმა ამ ვებგვერდის მეშვეობით გამოგვიგზავნოს თავისი პერსონალური მონაცემები, ე. ი. ეთანხმებით ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს კონფიდენციალურობის წესდებას.

 მესამე პირი

დროდადრო ამ ვებგვერდზე და მასთან დაკავშირებულ აპლიკაციებში გამოჩნდება სხვა ვებგვერდების ბმულები (მესამე პირი), რათა შეძლოთ სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობა (მაგალითად, ელექტრონული ანკეტების შევსება). თქვენ შეგიძლიათ მარტივად მიხვდეთ, როდის იმყოფებით მესამე პირის ვებგვერდზე, რადგან მათი ვებგვერდის დიზაინი განსხვავდება ჩვენი ვებგვერდისგან. აგრეთვე, როცა მესამე პირის მომსახურებით სარგებლობთ, მისამართების ველში იცვლება ვებგვერდის მისამართიც. გარდა ამისა, თქვენ შეიძლება მიიღოთ ელექტრონული ან ტექსტური შეტყობინებები მესამე პირისგან იმ მოთხოვნის შესაბამისად, რასაც მოითხოვთ ამ ვებგვერდის მეშვეობით ინფორმაციისთვის. ამაში იგულისხმება შეტყობინება იმ მოქმედებების შესახებ, რომელიც მოითხოვეთ ინფორმაციისთვის. პერიოდულად ჩვენ ვამოწმებთ ჩვენს ვებგვერდზე განთავსებულ სხვა ვებგვერდების ბმულებს (მესამე პირი), რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინიც მსგავსი უსაფრთხოების სტანდარტებით ხელმძღვანელობენ. თუმცა მესამე პირების მიერ შემოთავაზებულ აპლიკაციებს და სერვისებს გააჩნიათ სარგებლობის წესები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა და ზოგადი პირობები, რომლებსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. ამიტომ მესამე პირთა აპლიკაციების ან სერვისებით სარგებლობისას თქვენ გაცნობილი უნდა იყოთ და ეთანხმებოდეთ მესამე პირის მიერ დადგენილ სარგებლობის წესებს და ზოგად პირობებს. ისინი ჩვენ არ გვაწვდიან ინფორმაციას განახლებების შესახებ, ამიტომ გთხოვთ, გამოყენებამდე ან სარგებლობამდე გადახედეთ მათ წესდებას. დამატებითი ინფორმაციისთვის სხვა ვებგვერდების კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ გაეცანით მათ ვებგვერდზე განთავსებულ კონფიდენციალურობის წესდებას.

ამ ვებგვერდზე Google Maps-ის მომსახურებით სარგებლობისთვის გაეცანით Google Privacy Policy-ს. Google-ი არის მესამე მხარე, რომლის აპლიკაციებს, პროგრამებსა და Terms of Service-ს ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ. ამგვარად, ამ ვებგვერდზე Google Maps-ით სარგებლობა დამოკიდებულია მიმდინარე Google Maps/Google Earth Additional Terms of Service-ზე. ჩვენ არ ვიღებთ შეტყობინებებს განახლების თაობაზე, ამიტომ გთხოვთ, Google Maps-ით სარგებლობამდე გადახედეთ პირობებს. თუ არ ეთანხმებით პირობებს, არ ისარგებლოთ Google Maps-ის მომსახურებით.

 შეტყობინებები კონფიდენციალურობის წესდებაში ცვლილებების შესახებ

ჩვენ გამუდმებით ვმუშაობთ იმაზე, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი ვებგვერდი და აპლიკაციები და დავამატოთ ახალი ფუნქციები. აგრეთვე გავაუმჯობესოთ მომსახურება და თქვენთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ახალი მომსახურება. ამ ცვლილებების, კანონში მომხდარი ცვლილებებისა და ტექნოლოგიების გაუმჯობესების გათვალისწინებით, ჩვენი კონფიდენციალურობის წესდებაში დროდადრო შევიტანთ ცვლილებებს. თუ კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული საკითხები შეიცვლება, ამ ცვლილებების შესახებ ამავე გვერდზე შეიტყობთ. ამგვარად, თქვენ ყოველთვის საქმის კურსში იქნებით იმის თაობაზე, თუ რა ინფორმაციას ვაგროვებთ და როგორ ვიყენებთ.

 სკრიპტინგი და ჯავასკრიპტი

ვებგვერდის და აპლიკაციების ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად გამოიყენება სკრიპტინგი, რაც მომხმარებლისთვის სასურველი ინფორმაციის დროულად მიწოდებას უზრუნველყოფს. ვებგვერდზე და აპლიკაციებში სკრიპტინგი არასდროს გამოიყენება იმ მიზნით, რომ მომხმარებლის კომპიუტერში პროგრამების დაყენება ან პერსონალური მონაცემების შეგროვება მოხდეს.

ჩვენი ვებგვერდის ზოგიერთი კონტენტის ნახვისთვის შესაძლოა ინტერნეტ-ბრაუზერში საჭირო გახდეს სკრიპტინგისა და ჯავასკრიპტის ფუნქციის ჩართვა. სკრიპტინგის ჩართვისთვის ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ ბრაუზერის ფუნქცია „დახმარება“.